ბიზნესი
09/03/2021

ქართული კომპანია Benjy’s ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ჰონგ-კონგის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ქართული კომპანია გახდა.

Benjy’s კონკურსზე ექვსი პოზიციით იყო წარმოდგენილი და პრიზი ექვსივე პროდუქტმა დაიმსახურა:

ფეიხოას ბრენდი - წლის ბრენდი
ფეიხოას ბრენდი - ორმაგი ოქროს მედალი
ჭაჭა - ორმაგი ოქროს მედალი
ალუბლის ლიქიორი - ორმაგი ოქროს მედალი
საფერავის ლიქიორი - ოქროს მედალი
ქლიავის ბრენდი - ოქროს მედალი
ვაშლის ბრენდი - ბრინჯაოს მედალი.

„ეს არის უდიდესი საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიები მთელი მსოფლიოდან, მათ შორის საქართველოდანაც, იღებენ მონაწილეობას. Benjy's 6 სახეობის პროდუქტით იყო კონკურსზე წარმოდგენილი და 6-ვე სახეობაზე პრიზი მივიღეთ. ჩვენთვის ეს გამარჯვება, პირველ რიგში იმ თავდაუზაოგავი შრომის დაფასებაა, რომელიც ამ Benjy's პროდუქტების შექმნაში ჩავდეთ. თუ აქამდე მხოლოდ სიტყვიერი დასტური გვქონდა ჩვენი მომხმარებლებისგან ჩვენი პროდუქტის უნიკალურობის შესახებ, ახლა ეს ყველაფერი მსოფლიოში წამყავნი სომელიეების ოფიციალური დასკვნით გამყარდა. ეს არის დამატებითი მოტივაცია, რომ ქართული პროდუქტი კიდევ უფრო მეტ ქვეყანას გავაცნოთ და აქტიურად გავაგრძელოთ საერთაშორისო ქვეყნებთან მუშაობა, მით უფრო, რომ benjy'ს პირველი პროდუქტები უკვე ბრიტანეთის სავაჭრო დახლებზე გამოჩნდება და საერთაშორისო ონლაინ გაყიდვებიც დაიწყება ჩვენს ვებ გვერდზე,“ - საუბრობს "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ქრისტინე მორჩილაძე.

შეგახსნებეთ, რომ ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქართული კომპანია ბაზარზე 2018 წლიდანაა წარმოდგენილი და ადგილობრივი მასშტაბით გუდვილის, ალკორიუმის, ევროპროდუქტის, აუგუსტის ქსელებშია ხელმისაწვდომი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023