ქართული კინოინდუსტრის წარმომადგენლებს ამერიკულ სტუდიებთან მუშაობის შესაძლებლობა აქვთ
ქართული კინოინდუსტრის წარმომადგენლებს ამერიკულ სტუდიებთან მუშაობის შესაძლებლობა ეძლევათ.
სახელმწიფო პროგრამის “გადაიღე საქართველოში” ფარგლებში 5 დან 15 ივნისის ჩათვლით, დაგეგმილია სამუშაო ვიზიტი ჰოლივუდში. ვიზიტის მიზანია ქართული კომპანიების დაკავშირება ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან სტუდიებთან, როგორებიცაა Universal Pictures, Disney, HBO და სხვ.
დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ ამერიკის პროდუსერთა გილდიის მთავარ კონფერენციაზეც - Produced By Conference. ღონისძიებაზე მოხდება საქართველოს, როგორც გადასაღები ლოკაციის პოპულარიზაცია.
სამუშაო შეხვედრებსა და კონფერენციაზე დასწრებით დაინტერესების შემთხვევაში, ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეუძლიათ შეავსონ განაცხადი არაუგვიანეს 5 აპრილისა.