ქართული ხის სათვალეების კომპანია NIKOLO BREGA ლოს-ანჯელესში შოურუმს გახსნის
ქართული ხელნაკეთი სათვალეების კომპანიის NIKOLO BREGA-ს პროდუქცია საქართველოს გარდა ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში იყიდება.
როგორც ბრენდის დამფუძნებელი ნიკოლოზ ბრეგაძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, ყველაზე დიდი მოთხოვნა და გაყიდვების რაოდენობა ამერიკიდან არის.
„პანდემიის მიუხედავად, ჩვენი გეგმები არ შეცვლილა, როდესაც სიტუაცია დასტაბილურდება ლოს-ანჯელესში საკუთარ მაღაზიას გავხსნით. ამ ზაფხულს ვაპირებდით, თუმცა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე შეუძლებელი გახდა ამ პროქტის განხორციელება. რაც შეეხება პარტნიორებს და ინვესტიციას, გვინდა ჩვენი ფინანსური რესურსით გავაკეთებთ. ჩვენი მიზანია თავის დამკვიდრება საერთაშორისო ბაზარზე,“ - აღნიშნავს ნიკოლოზ ბრეგაძე.
სათვალეების საშუალო ფასი 250-300 ლარია.
ხელნაკეთი სათვალეების წარმოება NIKOLO BREGA–მ 2017 წელს დაიწყო, რომლის მიზანიც იყო მომხმარებლისთვის ხარისხიანი და ნატურალური მასალებით დამზადებული აქსესუარების შეთავაზება.