ბიზნესი
04/09/2021

ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაცია - რას საქმიანობს მუხურის მეფუტკრეობის ბაზა

მუხურის მეფუტკრეობის ბაზა ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაციის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს და უნიკალურ სანაშენე მასალას აწარმოებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ბაზაზე, 2017 წლიდან დღემდე, სანაშენე და რეპროდუქტორი ფუტკრის ოჯახებიდან, გამოყვანილია 1700-მდე დედა ფუტკარი, ყოველ წლიურად კი, ფერმერებისთვის, განაყოფიერებული დედა ფუტკრის გადაცემა მიმდინარეობს.

„მუხურის მეფუტკრეობის საცდელ მეურნეობას 70-წლიანი ისტორია აქვს. აქ წლების განმავლობაში მიმდინარეობს სადედე ფუტკრის გამოყვანა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულება განვითარდეს, რასაც მუხურის მეფუტკრეობის ბაზის წარმატებული ფუნქციონირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართული უნიკალური ჯიშების შენარჩუნება და გავრცელება მოხდეს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.

მუხურის ბაზაზე ქართული ფუტკრის აღდგენითი სამუშაოების გარდა, ფუტკრის გენეტიკური პასპორტიზაცია, მისი პოპულარიზაცია და ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ გავრცელება მიმდინარეობს. ფუტკრის მეგრული პოპულაცია განსაკუთრებული შრომისუნარიანობით, მაღალი პროდუქტიულობით, სუსტი ღალის კარგი გამოყენებით და გრძელი ხორთუმით გამოირჩევა.

ბაზა ასევე ჩართულია მეფუტკრე-ფერმერების გადამზადება-სწავლებაში, ატარებს უფასო ტრენინგებს ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების და დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე.

მუხურის სახელმწიფო საჯიშე მეურნეობა 1949 წელს შეიქმნა. მეურნეობა ახორციელებდა ქართული დედა ფუტკრის გამოყვანას, ამანათნაყრების წარმოებას და მათ მრავალ ქვეყანაში ექსპორტს ახდენდა. ბაზა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა 2017 წელს აღადგინა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020