ბიზნესი
14/08/2020

ქართული ფეხსაცმლის ბრენდი “აბრაგების“ გაყიდვები 80%–ით შემცირდა

ქართული ბრენდი „აბრაგები“ მაღალი ხარისხის კაცისა და ქალის ფეხსაცმელს, ნატურალური მასალით ამზადებს. კომპანიის დამფუძნებლის, მიხეილ გაბაძის ინფორმაციით, პანდემიის გამო შემოსავლებმა 80%-ით იკლო.

„ჩვენი პროდუქტი გათვლილია ძირითადად ტურისტებზე, შესაბამისად, საზღვრების ჩაკეტვამ და უცხოელი ვიზიტორების ნაკლებობამ, ჩვენი ბიზნესი დააზარალა და გაყიდვები საგრძნობლად შემცირდა. რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ, გაყიდვები გააქტიურდა, თუმცა ძირითადაd ერთგული მომხმარებლის ხარჯზე,“ – აღნიშნა მიხეილ გაბაძემ.

როგორც გაბაძე აცხადებს, კომპანიას აქცენტი ძირითადად მამაკაცის ფეხსაცმელზე აქვს, რადგან როგორც თავად აცხადებს, ქალის ფეხსაცმლით ბაზარი გაჯერებულია. კითხვაზე, ხომ არ გეგმავს საბავშო ხაზის ამოქმედებას, ან რაიმე სხვა სიახლის მომხმარებლისთვის შეთავაზებას, გაბაძე აცხადებს, რომ პანდემიამ კომპანიას ყველანაირი გეგმა დაუპაუზა.

„აბრაგები“ ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან არსებობს, რომელიც იტალიური და თურქული ნატურალური მასალებით ხელნაკეთ ფეხსაცმელებს აწარმოებს.

Businesspartner