ბიზნესი
14/09/2021

ქართული CROSTY: ჩვენს სეგმენტში საერთაშორისო ბრენდებთან კონკურენცია შეგვიძლია

ფეხსაცმელების ქართული ბრენდი CROSTY-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ კონკრეტულ ნიშაში  საერთაშორისო ბრენდებთან კონკურენცია შესაძლებელია.

„ჩვენ იგივე ხარისხის ფეხსაცმელი გვაქვს, რასაც აწარმოებს GIVENCHY, PHILIPP PLEIN, BALENCIAGA და PRADA. იტალიაში იგივე მწარმოებელთან გვაქვს ურთიერთობა, ერთ საწარმოში ვყიდულობთ  კომპონენტებს. ახლა წარმოება ქუთაისიდან იტალიაში გადავიტანეთ, შესაბამისად, CROSTY-ს ბრენდი უკვე  დაბადებულია საქართველოში და წარმოებულია იტალიაში.

ჩვენი ზრდის ტემპისთვის და მოცულობებისთვის  ქართული წარმოება მზად არ აღმოჩნდა. მით უმეტეს, ამ ინდუსტრიაში დიდი პრობლემები იყო და დიდი ძალისხმევით შევძელით, რომ სასურველი ხარისხი მიგვეღო,“ - აცხადებს მიქაია.

მისი განცხადებით, მსოფლიოში დღეს ახალგაზრდობის ახალ სეგმენტში ნიშურ ბრენდებს უფრო დიდი ადგილი უჭირავს. ამ ადამიანებს საინტერესო ნიშური ბრენდები აინტერესებთ.

„ამ კუთხით თავისუფლად ვგრძნობთ თავს და მიგვაჩნია, რომ ჩვენს სეგმენტში მაგ ბრენდებთან კონკურენცია შეგვიძლია. მასშტაბში კი მსოფლიო ბრენდებთან ვერ მივალთ,“ - აცხადებს მიქაია.

CROSTY-ს შექმნის იდეა ორ ძმას ეკუთვნის. კომპანიამ 2016 წლის ნოემბერში ოფიციალურად დაიწყო სპორტული ფეხსაცმლის გაყიდვები და ექსპორტეც გავიდა. კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ნიშურ სეგმენტში კონკურენციას  მსოფლიოს ცნობილ ბრენდებსაც უწევენ. ქართველი მომხმარებლისთვის ფეხსაცმლის ფასები 500-დან 850-ლარამდე მერყეობს. კედების დიზაინი ძირითადად დამფუძნებლების მიერ იქმნება.საწყის ეტაპზე ფეხსაცმელები ქუთაისში იკერებოდა.

Crosty მოირგო არაერთმა მსოფლიო ვარსკვლავმა, მათ შორის არიან სტეფან კარი, სინდი ბრუნა, პატრიკ შვარცნეგერი, კლეი ტომფსონი და სხვები.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020