ბიზნესი
17/06/2022

ქართული ჩაის მწარმოებელი "ოკრიბა" ასორტიმენტში ჩირს ამატებს

მსხვილი ქართული ჩაის მწარმოებელი კომპანია "ოკრიბა" საკუთარ ასორტიმენტში ჩირს ამატებს. 

კომპანია, რომელიც მაღალი ხარისხის სერტიფიცირებულ ჩაის "ბუეთის" აწარმოებს, იმერეთის მაღალმთიან რეგიონში 2019 წლიდან ფუნქციონირებს. 50-ზე მეტი ჰა-ს ფართობზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია დაიწყო. 1 წელში კომპანიამ 14 ტონა ჩაის მოსავალი აიღო. 2 წელიწადში ჩაისა და ხილის გადამამუშავებელი საწარმო ააშენა და სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა. 

"პროექტ "გრეტას" ფარგლებში ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერით, ჩვენ მთელი წლის (და არა მხოლოდ 6 თვის) მანძილზე მუშაობა შევძელით",- აცხადებს "ოკრიბას" თანადამფუძნებელი ვლადიმერ ძნელაძე.

კომპანიამ დონორთა მხარდაჭერით ოზონის გენერატორის მქონე ბარბოტაჟული ტიპის სარეცხი მანქანა, ხილის საჭრელი და შემფუთავი დანადგარი და სხვა აღჭურვილობა შეიძინა. ამის შედეგად, კომპანიამ წარმოება ორგანული ჩირების მეშვეობით გააფართოვა, მათ შორის ხდება ვაშლის, ქლიავის, მსხლის და დასავლეთ საქართველოში მოყვანილი სხვა გემრიელი ხილის ჩირების წარმოება. 

"ოკრიბას" დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის სამუშაო ადგილების შექმნით ადგილობრივი საწარმოები საქართველოს მთიან რეგიონებში არსებული სოფლებიდან მიგრაციას ამცირებენ. მათ პლანტაციაში სეზონურად 100-ზე მეტი ადამიანი საქმდება, ისინი წელიწადში დაახლოებით 6 ტონა ჩაის კრეფენ. საწარმოს ძირითადი სამუშაო ბირთვი 10 ადამიანისგან შედგება. უფრო მეტი წარმოებისა და გაზრდილი მოთხოვნის შედეგად მოსალოდნელია რომ მომავალში დასაქმებულთა რაოდენობაც გაიზრდება.

"ბუეთი" ქართულ ბაზარზე უკვე საკმაოდ ცნობილი პროდუქტია, მას მომხმარებელს სხვადასხვა ფორმით სთავაზობენ: დასაყენებელი ჩაისა და ჩაის პაკეტებით დაწყებული და ბიოდეგრადირებადი მასალებისგან დამზადებულ პირამიდის ფორმის ჩაის პაკეტებით დამთავრებული. საწარმომ ასევე კონტრაქტი დადო გერმანულ კომპანიასთან, რომლის ფარგლებშიც ქართული სერტიფიცირებული ჩაის გატანა ფრანგულ და ნიდერლანდურ ბაზრებზე უნდა მოხდეს. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023