ბიზნესი
24/06/2022

ქართული ჩაი "ბუეთი" დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაშიც იყიდება

ქართული ჩაი „ბუეთი“ დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაშიც იყიდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ლადო ძნელაძე „ბიზნესპარტნორთან“ აცხადებს, წყალტუბოში წარმოებული ორგანული ჩაი უკვე გავიდა ევროპაში და  მასზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. 

ორგანული ჩაის მწარმოებელი კომპანია „ოკრიბას“ საკუთრებაშია ტყიბულის მუნიციპალიტეტში (სოფელი ბუათი, ცუცხვათი)  50 ჰა ჩაის პლანტაცია და  სოფელ საძირეში ჩაის და ხილის გადამამუშავებელი საწარმო.

„ჩაის პლანტაციებს სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობით რეაბილიტაცია ჩავუტარეთ. საწარმოც სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით გავაკეთეთ. კომპანიამ „ბუეთის“ ბრენდით ორგანული  ჩაის წარმოება მიმდინარე წელს  დაიწყო,“- აცხადებს ძნელაძე.

პროექტის ღირებულება 2 მილიონი ლარია.

მისი განცხადებით, საწარმოს წარმადობა სეზონზე 24 ტონააა, თუმცა, ახლა კომპანია 9 ტონის წარმოებას გეგმავს. შპს „ოკრიბა“  „ბუეთის“ ბრენდით 6 სახეობის ჩაიას (დაფასოებული და დასაყენებელი)  აწარმოებს.  

როგორც ძნელაძე აღნიშნავს, ტყიბულში წარმოებული ჩაის რეალიზაცია ადგილობივ ბაზარზე რესტორნებსა და  ორ ქსელურ მარკეტში ხდება (გუდვილი, ევროპროდუქტი). „ბუეთი“ იყიდება „ნოსტეს“ ქსელშიც. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023