ბიზნესი
02/09/2021

ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან - საკონსულტაციო მომსახურებით 48 კომპანიამ ისარგებლა

პროექტის ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან (GEclose2EU) ბიზნესის განვითარების საკონსულტაციო მომსახურებით 48 კომპანიამ ისარგებლა.

პროექტში მონაწილეობა მიიღო 48 ბენეფიციარმა კომპანიამ შემდეგი სფეროებიდან: არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი, საინფორმაციო ტექნოლოგიები; ბიზნეს კონსალტინგი, საბავშვო ტანსაცმელის და სათამაშოების წარმოება.

პროექტის ფარგლებში კომპანიებში მივლენილი იყო ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტები, რომლებმაც კომპანიის გუნდთან თანამშრომლობით, გაიარეს შემდეგი ეტაპები: კომპანიის საჭიროებების, გამოწვევების და შესაძლებლობების შესწავლა; სპეციფიური კვლევა და კონსულტაციები; პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა.

როგორც პროექტის წარმომადგენლები ამბობენ, კომპონენტის შედეგად, კომპანიებმა გამოავლინეს ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას და კონკურენტუნარიანობის ზრდას.

პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" (GEclose2EU) 2018 წლიდან დაიწყო. პროექტს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" (EPRC) სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ადგილობრივ და ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. საკონკსულტაციო მომსახურების კომპონენტი 2020 წლის დეკემბრიდან დაიწყო.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020