ბიზნესი
15/01/2021

ქართულ სტარტაპებს IBM-ის 120 000 ევროს კრედიტის მოპოვება შეუძლიათ

ქართულ სტარტაპებს IBM-ის 120 000 ევროს კრედიტის მოპოვება შეუძლიათ. 

შეთავაზება გულისხბმობს, რომ სტარტაპებს ექნებათ საშუალება, საკუთარი პროდუქტებისთვის გამართონ შესაბამისი ინფრასტრუქტურა უფასოდ. IBM მათ 120 ათასი ევროს კრედიტს გამოუყოფს მათ მიერ არსებული სერვისების გამოსაყენებლად. კრედიტის გამოყენება შესაძლებელია IBM ღრუბლოვან სერვისებზე, რაც გულისხმობს: სასერვერო ინფრასტრუქტურის მოწყობას, მონაცებთა ბაზების უსაფრთხოდ განთავსებას, ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების და სხვა უამრავ საჭირო ციფრული პროდუქტზე ხელმისაწვდომობას.

იმისათვის, რომ დაინტერესებული პირი დარეგისტრირდეს პლატფორმაზე და ისარგებლოს შემოთავაზებით, უნდა ეწვიოს ბმულს და რეგისტრაციის დროს "Affiliate *" ჩამონათვალში აირჩიოს Touch Platform. ასევე, მსგავსი ბენეფიტებისთვის და სიახლეების გასაგებად ნებისმიერ ადმიანს შეუძლია www.touch.ge–ს პლატფორმაზე გაწევრიანდეს.

შეგახსენებთ, რომ პლატფორმა Touch პარტნიორობს მრავალ გლობალურ კომპანიასთან, რომლებსაც დამატებითი ღირებულება მოაქვთ სტარტაპებისთვის - დაზოგონ სოლიდური რესურსები და მარტივად დაიწყონ საქმიანობა.

 

 

Businesspartner