ბიზნესი
01/05/2020

ქართულ ენერგოსექტორში მსხვილი იაპონური ინვესტიცია ჩაიდება

უმსხვილესი იაპონური კომპანია TEPCO საქართველოს ენერგეტიკის სექტორში განახორცილებს ინვესტიციას, რაც უმსხვილესი ინვესტიცია იქნება იაპონიიდან.

„კოვიდ-19 -ის პანდემიის ფონზეც კი, რამდენიმე მსხვილმა ინვესტორმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ბაზარზე შემოსულიყო“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა მედიასთან საუბრისას.

ნათია თურნავა ამბობს, რომ გლობალური პრობლემა შეიძლება იქცეს შესაძლებლობად. რაც გამოხატება იმაში, რომ საქართველოს ექნება შესაძლბლობა მოიზიდოს მსხვილი კორპორაციები, რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ ისინი კომფორტულად არიან ამა თუ იმ ბაზარზე, მიხვდნენ, უმჯობესია მათი ბიზნესები იყოს დაზღვეული გეოგრაფიულად.

„კორპორაციები ფიქრობენ გააკეთონ დივერსიფიკაცია და თავიათი საწარმოები გადაანაწილონ, მაგალითად, ჩინეთი +1, ჩინეთი +2, ჩინეთი +3 ქვეყნების კომბინაციით გააკეთონ დივერსიფიკაცია და ჩვენ ვიქნებით ჩინეთი+1“, – განაცხადა თურნავამ.

„იაპონური, სამხრეთ კორეული, თუ გერმანული კომპანიები უკვე გამოთქვამენ სურვილს, რომ მიწოდების ჯაჭვის ნაწილი გადმოიტანონ საქართველოში“, – აღნიშნა თურნავამ.

Businesspartner