ბიზნესი
04/08/2022

კარგო პარსელი: ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება ბიზნესის ინტერესებზეა ორიენტირებული

ლოგისტიკური კომპანია „კარგო პარსელი“, რომელიც საბაჟო საწყობის ტერმინალს ფლობს და ტვირთების გადაზიდვითაა დაკავებული, ფინანსთა მინისტრის #233 ბრძანებას (15.07.2022), ეხმიანება რომლის თანახმადაც საზღვაო გზით გასატანი, შესაბამისი წესით დეკლარირებული საქონლის საბაჟო საწყობიდან ნავსადგურში გადაზიდვის პროცედურა მარტივდება.

„კარგო პარსელი“ ამ გადაწყვეტილებას ბიზნესის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებულს უწოდებს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს  მადლობას უხდის. – ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებას (#233 / 15.07.2022), რომლის ძალითაც საქართველოდან საზღვაო გზით გასატანი, შესაბამისი წესით დეკლარირებული საქონლის საბაჟო საწყობიდან ნავსადგურში გადაზიდვის ვადა, 12-საათიდან 24-საათამდე გაიზარდა, გადასაზიდი ტვირთის აღრიცხვა გამარტივებული წესით ხორციელდება და საბაჟო საწყობიდან ნავსადგურში ტრანსპორტირების პროცესში დალუქვას არ საჭიროებს. ეს არის დროული, საჭირო და აუცილებელი გადაწყვეტილება, მით უფრო თუ ტვირთბრუნვის გაზრდილ ნაკადებს გავითვალისწინებთ. გვინდა მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ფინანსთა მინისტრს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ამ დროული და აუცილებელი ნაბიჯის გამო.

გამარტივებული საბაჟო პროცედურები ითვალისწინებს საქართველოდან საზღვაო გზით გასატანი გარკვეული კატეგორიის საქონლის ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებას სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვამდე პერიოდშიც. ეს ცვლილება ბიზნესს საშუალებას აძლევს ნავსადგურის გამტარუნარიანობა საგრძნობლად გაზარდოს და ამით ტვირთბრუნვის ციკლი დააჩქაროს.

განსაკუთრებით მისასალმებელი და აღსანიშნია, რომ ეს ცვლილებები მომზადდა ბიზნესსექტორთან უშუალო ჩართულობითა და აქტიური კომუნიკაციის ფონზე. ამით მინიმუმდე დავიდა ის მოსალოდნელი რისკებიც კი, რაც ნებისმიერი ცვლილების დანერგვის პროცესში შეიძლება წარმოიშვას.

გამარტივებული პროცედურა მნიშვნელოვნად შეამცირებს გემების მოცდენის, ასევე ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვასთან დაკავშირებული სატვირთო და ლოგისტიკური ოპერაციებისათვის საჭირო დროს. ეს ბუნებრივად გამოიწვევს ქვეყნის, როგორც სატრანზიტო დერეფნის პოტენციალის ზრდას და გადაზიდვის ბიზნესის ფიგურანტებს მეტ საშუალებას მოგვცემს გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რაც გაზრდილი ტვირთბრუნვით არის განპირობებული.

დარწმუნებული ვართ, საბაჟო ფორმალობების დახვეწაზე და პროცედურების გამარტივებაზე მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

გადაზიდვის ბიზნესში ჩართული ერთი კომპანიის სახელით კიდევ ერთხელ მივესალმებით საქართველოს მთავრობის მიერ დანერგილ ამ ტენდენციას, რამაც საერთაშორისო ტვირთბრუნვის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილი უნდა შეიტანოს“, – ნათქვამია ლოგისტიკური კომპანია „კარგო პარსელის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

BFM.GE

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023