ბიზნესი
04/04/2022
კარფური საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაწევრიანდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციას ჰიპერმარკეტების და სუპერმარკეტების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელი "კარფური" შეუერთდა.
"მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, მიუხედავად მსოფლიო მასშტაბით არსებული გამოწვევებისა, რომელიც აისახება ქართულ ეკონომიკაზე, უწყვეტად განაგრძობს ზრდას და განვითარებას. BAG-ის განვითარების საკვანძო/მთავარი ინსტრუმენტია ჩვენი წევრების გამოცდილება, რომელსაც გამუდმებით ვუზიარებთ ერთმანეთს და ასევე ერთობლივად ვპოულობთ კონკრეტული საკითხების გადაჭრის გზებს. დღეს მეტად სასიხარულო მატება გვაქვს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაწევრიანდა ჰიპერმარკეტების და სუპერმარკეტების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელი, "კარფური".
ასოციაციის ფორმატში აქამდეც აქტიურად ვმუშაობდით საცალო გაყიდვების ქსელებთან იმ პრობლემატიკაზე, რომელიც კომპანიებს ყოველდღიურ საქმიანობაში წარმოექმნებათ, აღსანიშნავია, რომ პანდემიურ 2020 წელს სწორედ ასოციაციის აქტიური ძალისხმევით მოხერხდა საცალო ქსელებში სასურსათო პროდუქციის ბუნებრივი დანაკარგების დაბეგვრისგან გათავისუფლება, რომელიც მნიშვნელოვანი ფინანსური ტვირთი იყო მათთვის. თუმცა გამოწვევები რჩება და ამ მასშტაბის საერთაშორისო ბრენდის ჩართულობა კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს საერთო ძალისხმევას" - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

კარფური საქართველოს ბაზარზე დღეისათვის 69 მაღაზიითა და 3000-მდე დასაქმებული თანამშრომლით არის წარმოდგენილი.