"ქალაქურმა" ჩირის წარმოება დაიწყო
თხილეულის და "სნექების" მწარმოებელი კომპანიამ „ქალაქური“ ჩირის წარმოება დაიწყო.
კომპანიის დამფუძნებელი მურად ღოღაძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ საწყის ეტაპზე პროდუქცია 2 თვის წინ სატესტოდ იქნა წარმოებული. საუბარია 5 დასახელების პროდუქტზე. მათ შორის, ქლიავის, მანდარინის, კივის, კომშის, ხურმის ჩირზე.
ჯამში „ქალაქურმა“ წელს დაახლოებით 70 ტონა ხილი გადაამუშავა.
მისი განცხადებით, საწყის ეტაპზე ჩირი იწარმოება იჯარით აღებული საწარმოში, რომელიც წეროვანში მდებარეობს. მომავალი წლისთვის კი ბევრად დიდ მასშტაბებზე გასვლას „ქალაქური“ საკუთარი, ახალი ქარხნიდან გეგმავს.
კომპანია "ქალაქური" სამომხმარებლო ბაზარზე 2007 წლიდან ფუნქციონირებს და სადისტრიბუციო ქსელის საშუალებით ადგილობრივ და იმპორტით შემოტანილ ნატურალურ პროდუქციას აწარმოებს/ყიდის. მათ შორისაა: ქართული თხილი (უნიკალური ჯიში „თითა”), ნუში, ფისტაშკა, მიწის თხილი, გოგრის გული, სხვადასხვა სახეობის ჩირები, როგორც ადგილობრივი, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოტანილი,თხილისა და ჩირების ასორტი, თხილი ქიშმიშით , თხილი ჩირებით, მიწის თხილი სეზამით, თაფლით და მარილით. პატარებისთვის - ბურბუშელა სიურპრიზით და განახლებული პოპკორნი, რომელიც მრავალფეროვანი შეფუთვებით იქცევს ყურადღებას.
პროდუქციის შეძენა მომხმარებელს შეუძლია როგორც წონით, ასევე დაფასოებულ 200, 100, 140, 80 და 50 გრ-იან პაკეტებში. ამჟამად კომპანიის ძირითადი ქარხანა თბილისში, თემქაზე მდებარეობს.