ქალაქური: სამუშაო საათების შეცვლას შესაძლოა ხარვეზები ჰქონდეს, თუმცა გამოსწორებადია
თხილეულის და "სნექების" მწარმოებელი კომპანია „ქალაქურის“ დამფუძნებელი მურად ღოღაძე „ბიზნესპარტნიორთან“ სამუშაო საათების შეცვლის ინიციატივას აფასებს და აცხადებს, რომ ზოგადად, სიახლეებს დასაქმებულები შედარებით რთულად იღებენ.
მიუხედავად ამისა, აღნიშნული ინიციატივა დადებით ბენეფიტს მოიტანს, მათ შორის, ბევრად უკეთესად დაარეგულირებს საქართველოში მოძრაობის და გადაადგილების სიტუციას.
„დასაწყისში შესაძლოა ხარვეზები იყოს, თუმცა, ყველაფერი ადაპტირებადია. არიან ადამიანები, რომლებიც ოჯახთან ვერ ახერხებენ ურთიერთობას, ვერ ინიციატივა კი ამის შესაძებლობას გაზრდის“-აცხადებს ღოღაძე.
შეგახსენებთ, რესტორატორთა ასოციაცია“ სამუშაო საათების შეცვლის ინიციატივით გამოდის.
როგორც ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „ბიზნესპარტნიორის“ დილის გადაცემაში განაცხადა, კარგი იქნება თუ საჯარო და კერძო სექტორი სამუშაო დღეს 08:00 საათზე დაიწყებს და 16:00 საათზე დაასრულებს. ბურჯანაძის მოსაზრებით, ეს გაზრდის ადამიანებში ბედნიერების ინდექსს და უფრო მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს.
ინიციატივას იზიარებს ბიზნესმენი, კომპანია „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილიც. ის ამბობს, რომ კარგია, თუ საჯარო სექტორი მუშაობას 08:00 საათზე დაიწყებს და 16:00 საათზე დაასრულებს. რაც შეეხება კერძო სექტორს, ბიზნესმენის აზრით, ამას ბიზნესი ინდივიდუალურად მოერგება.