კახაბერ ცისკარიძე შოკოლადი "თხა და ვენახის" მასიურ წარმოებას ამ დრომდე ვერ იწყებს
ცნობილი ქართველი მომღერალი კახაბერ ცისკარიძე პირველი ქართული შემეცნებით-გასართობი შოკოლადი "თხა და ვენახის“ მასობრივ წარმოებას ამ დროისთვის ვერ იწყებს.საუბარია, მუსიკოსის შემოქმედებაზე შექმნილ შოკოლადზე.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ თავად კახაბერ ცისკარიძემ განუცხადა, ის უკვე წელიწადია ბიზნესპარტნიორის ძიებაშია, თუმცა, უშედეგოდ.
„მოლაპარაკებები მქონდა შოკოლადის მწარმოებელ კომპანიებთან - „ბარამბო“ და Rosali Sambar-ი, თუმცა, ვერ შევთანხმდით. ისევ ბიზნესპარტნიორის ძიებაში ვარ. ვფიქრობ მივიღო მონაწილეობა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, ვნახოთ რა გამოვა,“-აცხადებს ცისკარიძე.
მისი განმარტებით, გასულ წელს სარეალიზაციო ქსელში შოკოლადის საცდელი პარტია, 5000 ცალი კოლოფი ჩაეშვა და მოთხოვნამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. პროდუქტი იყიდებოდა „ბიბლუსის“ მაღაზიებში, ასევე მუსიკოსისვე ტანსაცმლის შოურუმში, რომელიც ბათუმში მდებარეობს.
შოკოლადის მთლიანი შეკვრის ფასი 6.95 ლარი იყო, სადაც სულ 8 ფილა შავი და რძიანი შოკოლადი იყო განთავსებული.’
მისი ინფორმაციით, ბრენდი უკვე დარეგისტრირებულია “საქპატენტში“.