ბიზნესი
23/12/2020

Jungle Fever Georgia-მ იტალიური ბრენდი Barbaitaliana შემოიყვანა

Jungle Fever Georgia–მ მამაკაცებისთვის იტალიური ბრენდი Barbaitaliana ხელმისაწვდომი გახადა. 

„პანდემიის პერიოდში, შევძელით ბევრი სიახლე შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის, ერთ–ერთია Barbaitaliana, რომლის დახმარებით მამაკაცებისთვის განსაკუთრებული სივრცე შევქმენით, ბრენდი მათ თმის და წვერის მოვლის საშუალებების დიდ ასორტიმენტს შესთავაზებს,“ – აღნიშნავს მარკეტინგის მენეჯერი მარიამ გოდერძიშვილი.

შეგახსენებთ, რომ Jungle Fever ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ქართულ ბაზარზე თმის მოვლის პროფესიონალური საშუალებების დისტრიბუციას უზრუნველყოფს და ლიდერია მსოფლიოს 30–ზე მეტ ქვეყანაში.