ბიზნესი
24/12/2020

Jungle Fever Georgia-მ ახალი კოსმეტოლოგიური მიმართულება დაამატა

Philip Martins-ისა და Jungle Fever-ის კოლაბორაციულ სივრცეში დერმატო-კოსმეტოლოგიური მიმართულება დაამატა.

კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის მარიამ გოდერძიშვილის თქმით, ცენტრში მუშაობენ დერმატო-კოსმეტოლოგები, რომელთაც აქვთ სამედიცინო ლიცენზია დერმატოლოგიაში და მომხმარებლებს მაღალი დონის მომსახურებას შესთავაზებენ.

„სივრცეში გამოიყენება უმაღლესი ხარისხის ამერიკული და ევროპული პრეპარატები, დაცულია უსაფრთხოების ყველა ზომა. დერმატო-კოსმეტოლოგთან კონსულტაციის შემდეგ მომხმარებელისთვის პროცედურებისა და პრეპარატების ინდივიდუალურად შერჩევა ხდება. მათ ვთავაზობთ, აკნეს მკურნალობას, ალოპეციას, კუპეროზს, ნაწიბურების მოცილებას, ჰიპერჰიდროზს და სხვა,“ – აღნიშნავს მარიამ გოდერძიშილი
კომპანია მომავალში ფილიალების დამატებას გეგმავს, ასევე სტილისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გახსნის აკადემიას, სადაც მაღალი დონის ქართველი და მოწვეული სტილისტები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩაატარებენ ლექციებს და სტილისტებს გაუზიარებენ გამოცდილებას, როგორც უშუალოდ პროფესიული ასევე მომსახურებისა და სერვისის გაუმჯობესების კუთხით.

შეგახსენებთ, რომ Jungle Fever ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოსა და ამიერკავკასიაში, რომელიც ქართულ ბაზარზე თმის მოვლის პროფესიონალური საშუალებების დისტრიბუციას უზრუნველყოფს, და ლიდერია მსოფლიოს 30–ზე მეტ ქვეყანაში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022