ბიზნესი
20/07/2021

"ჯორჯიან მანგანეზმა" წარმოების გაფართოებაში $2 მლნ-ის ინვესტიცია ჩადო

"ჯორჯიან მანგანეზის" ფეროშენადნობთა ქარხნის მე-4 საამქროში, 26-ე ღუმელის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა.

ღუმელი დღე-ღამეში 70 ტონა დამატებით პროდუქციას გამოუშვებს, რაც აქამდე არსებულ საწარმოო მოცულობას მინიმუმ 25 000 ტონამდე, ანუ 10 % გაზრდის.

ახალი ღუმელით წელიწადში 43 მლნ დოლარის პროდუქციის გამოშვება იგეგმება. კაპიტალური სამუშაოების დასრულებას ხუთი თვე დასჭირდა, ჯამში, 2 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ახალ ღუმელზე, რომელიც 22,5 მგვტ სიმძლავრის არის, საწარმოო პროცესი ნახევრადდახურული ციკლით წარიმართება. შესაბამისად, ლითონის გამოშვების პროცესში, მავნე მტვერი გარეთ არ გამოიფრქვევა. ღუმელის ცეცხლგამძლე ამონაგი, თანამედროვე სტანდარტებით არის ამოგებული (ცივად ტკეპნადი პასტით) მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნორვეგიული კომპანია Elkem Karbon As-თან თანამშრომლობით. ღუმელის ამოქმედებამ დამატებით 20 სამუშაო ადგილი შექმნა.

ახალი ღუმელის გახსნაზე ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მიუხედავად პანდემიისა, მოხერხდა საწარმოს გაძლიერება და ახალი ღუმელის ამოქმედება. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ზოგადად, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, ფეროშენადნობები ქვეყნის ადგილობრივი ექსპორტის თითქმის 10%-ს შეადგენს. მთლიანად კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი" 5000-მდე ადამიანს ასაქმებს იმერეთში - ზესტაფონსა და ჭიათურაში.

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხერხდა შიდა ინვესტიციის საშუალებით, რეინვესტირების გზით ასეთი მაღალი, ეკოლოგიურად სუფთა და ტექნოლოგიურად ახალი ღუმელის მოწყობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია - ჰაერში გაფრქვევა პრაქტიკულად, არ ხდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იქნება ძალიან ძლიერი განაცხადი იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს, დავძლიოთ ყველა კრიზისული მოვლენა და ექსპორტი კიდევ უფრო გაიზარდოს. ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო, როგორც სრულად საქართველოს ხელისუფლება, გვერდში ვუდგავართ ადგილობრივ წარმოებას, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა კი ჩვენი ადგილობრივი, ეროვნული წარმოების ერთ-ერთ ფლაგმანად ითვლება", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022