ბიზნესი
29/06/2021

ჯონ ბრაეკეველდტი: მთავრობასთან კომუნიკაცია და მეტი კერძო-საჯარო დიალოგი გვჭირდება 

საქართველოდან ტვირთების ტრანსპორტირებას საკმაოდ მაღალი ტარიფები აქვს, მთავრობა კი გამარტივებას არ ჩქარობს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „ევროპული ბიზნეს ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე ჯონ ბრაეკეველდტი საუბრობს.

„უკვე თვეებია ვცდილობ კომუნიკაციას საქართველოს მთავრობასთან, რადგან არსებობს გამოწვევა ტვირთების ტრანსპორტირებაში ევროპის მიმართულებით და პირიქით. ფასი არის ძალიან მაღალი. ადამიანები, რომელთაც უნდათ ექსპორტის განხორციელება საქართველოდან, იხდიან მაღალ ფასს ტრანსპოტირებაში. ექსპორტიორების ევროპის მიმართულებით ტრანსპორტირებაზე ფასნამატი აქვთ პროდუქციის ღირებულების 50-60%. ევროპაში კი ჩვენ გვაქვს საერთო სტანდარტი 10-დან 15%-მდე და შესაბამისად, მომგებიანობის უფრო მაღალი შანსი,“ - აცხადებს ჯონ ბრაეკეველდტი.

მისივე თქმით, ლოჯისტიკურ მომსახურებაზე მაღალი ფასი შეიცვლება, თუკი შესაბამის დოკუმენტებში ცვლილებები შევა. ბრაეკეველდტის განმარტებით, მთავრობამ უნდა მიიღოს T1 სატრანზიტო დოკუმენტი, რომელიც მას ევროპის ერთიან სატრანსპორტო ქსელში მოაქცევს და შედეგად, სატარიფო განაკვეთებს შეამცირებს.

„ევროკავშირი მხარს უჭერს ამ პროცესს, მაგრამ ადგილი აქვს დაგვიანებას. დოკუმენტი გაჩერებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურში. არადა ეს ხელსაყრელია საქართველოსთვის. რატომ უნდა იყოს დაგვიანება ქართული მხარის მხრიდან? ეს არ არის კარგი. T1 დოკუმენტი ნიშნავს შიდა ევროპულ სატრანსპორტო დოკუმენტს, რაც დიდებული იქნებოდა საქართველოსთვის. ეს ფაქტობრივად ნიშნავს ევროპის სატრანსპორტო ნაწილად ქცევას. პროექტი შეჩერდა, რადგან შემოსავლების სამსახური ელოდებოდა დაფინანსებას ევროკავშირსგან, რათა პროექტის იმპლემენტაცია მომხდარიყო. რატომ ელოდები დაფინანსებას სხვებისგან? გააკეთე ეს პირდაპირ შენ თვითონ. მე არ ვამბობ, რომ ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური არასწორად იქცევა. როცა შენ არ გაქვს კომუნიკაცია უშუალოდ ბიზნესთან, ასე ხდება,”- აცხადებს ჯონ ბრაეკეველდტი.

მისივე თქმით, საჭიროა მთავრობასთან პირდაპირი კომუნიკაცია და მეტი კერძო-საჯარო დიალოგი.

„სხვა შემთხვევაში, ყველას შეუძლია გამართოს პიარ შეხვედრები, თუმცა ეს ის არ არის, რაც ჩვენ გვაინეტერესებს ბიზნესში. ბიზნესს სურს, ჰქონდეს ზუსტად გაწერილი შეხვედრების დღის წესრიგი და საკითხების დასმა - როგორ გადაიჭრას ესა თუ ის საკითხი. ჩვენ - ბიზნესს, მთავრობას, საქართველოს მთელ მოსახლეობას, ყველას ერთი რამ გვინდა - მეტი კეთილდღეობა და ქვეყნის განვითარება. ჩვენ გვაქვს ყველას ერთი ხედვა, უბრალოდ საჭიროა კომუნიკაცია და ერთობლივი მუშაობა,“ - აცხადებს ბრაეკეველდტი „ბიზნესპარტნიორთან“.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023