ჯიპიაი-ს ასისტენტ ბოტი აქვე • Akve დაგაზღვევთ
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მომხმარებლებისათვის სადაზღვევო პროცესების კიდევ უფრო გასამარტივებლად, დაზღვევის ჩატბოტი აქვე • Akve შექმნა. მომხმარებელს უკვე შეუძლია ონკოლოგიური რისკებისგან დაზღვევის პოლისი - ონკოქეარი აქვე , პირდაპირ Facebook ჩათიდან შეიძინოს და ამ პროდუქტთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხი ბოტისგან მიიღოს.
მომხმარებელი ასისტენტ ბოტს სპეციალურად მისთვის შექმნილ ფეისბუქ გვერდზე აქვე • Akve უნდა ესტუმროს. ონკოქეარის შესაძენად კი გვერდის პირად შეტყობინებებში უნდა მისწეროს. თავის ერთგულ მიმდევრებს დაზღვევის შესახებ საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას აქვე • Akve გაუზიარებს და სადაზღვევო პროდუქტებით სარგებლობას მათ კიდევ უფრო გაუმარტივებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მალე ბოტის დახმარებით მსურველები სხვა სადაზღვევო პროდუქტების შეძენასაც შეძლებენ. ჩეტბოტის მთავარ მისიაც მარტივად შეძენა იქნება: ფეისბუქიდან გაუსვლელად - აქვე დაგაზღვევთ.
სანდრო კიკნაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სტრატეგიული განვითარების დირექტორი: “ციფრული მიმართულებით მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზება ჯიპიაის ყოველდღიურობის ნაწილია. 2016 წელს ჩვენ პირველებმა გავაციფრულეთ დაზღვევა საქართველოში და იმ დღიდან ამ მიმართულებით მუდმივად ვვითარდებით. დაზღვეულებს ინტენსიურად ვთავაზობთ ინოვაციურ და გაუმჯობესებულ ციფრულ სერვისებს და ჩატბოტიც ამ პროცესების გაგრძელებაა. „აქვეს“ დახმარებით, მომხმარებელს კიდევ უფრო ვუმარტივებთ სადაზღვევო პროდუქტების შეძენის პროცესს და საშუალებას ვაძლევთ კითხვებზე მყისიერი უკუკავშირი და პასუხები მიიღოს. ამ ეტაპზე ბოტის დახმარებით ონკოქეარის შეძენაა შესაძლებელი. აქვე • Akve Facebook მესენჯერში, დაზღვევის მსურველს ამ პოლისზე ამომწურავ ინფორმაციას აწვდის და ყიდვის პროცესს უმარტივებს. ამასთან თავისი გვერდის მიმდევრებს ყოველკვირეულად მიაწვდის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას დაზღვევაზე. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ბოტის კიდევ უფრო განვითარებაზე და მალე, მისი დახმარებით სხვა სადაზღვევო პროდუქტების შეძენაც გახდება შესაძლებელი. ამიტომ, ყველას გირჩევთ მოძებნოთ Fcebook-ზე აქვეს გვერდი და გამოიწეროთ სიახლეები.“
აქვე • Akve - ს გაცნობა მომხმარებელს ფეისბუქზე შეუძლია. ამისთვის, მოძებნეთ გვერდი და მოიწონეთ და გამოიწერეთ სიახლეები. პოლისის შესაძენად ან ონკოქეარზე მეტი ინფორმაციის მისაღებად კი აქვეს მესენჯერის ჩატში უნდა მისწეროთ.
პოლისი ონკოქეარი, რომლის შეძენშიც აქვე დაგეხმარებათ, ავთვისებიან სიმსივნურ დაავადებებს აზღვევს და ანაზღაურების სრულიად განსხვავებულ სისტემას გვთავაზობთ - ჯანმრთელობის დაზღვევისგან განსხვავებით, თანხა კომპენსაციის სახით გაიცემა, ხოლო დაზღვეული მას თავისი სურვილისამებრ განკარგავს. კომპენსაციის გაცემა არ არის მიბმული სამკურნალო დაწესებულებასთან ან მკურნალობასთან, მხოლოდ დიაგნოზია საკმარისი, რომ თანხა გაიცეს. ონკოქეარის ღირებულება ძალიან ხელმისაწვდომია –0-24 წლამდე ასაკის პირებისთვის 150,000₾-იანი პოლისის ღირებულება თვეში მხოლოდ 5₾-ს შეადგენს. ჯიპიაიმ 2019-2021 წლებში კიბოს რისკისგან დაზღვევის პროგრამის ფარგლებში 1, 500 000 ლარამდე კომპენსაცია უკვე გასცა.