"ჯიპიაი" პროფესიონალ გაყიდვების მენეჯერებს ახალ კარიერულ შესაძლებლობებს სთავაზობს
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების დეპარტამენტი ფართოვდება და განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. კომპანია გუნდში პროფესიონალ გაყიდვების მენეჯერებს ელის, რომელთათვისაც დანერგილია სწავლებისა და განვითარების განხლებული პროგრამა და ბენეფიტების ახალი პაკეტი. კომპანიის კარიღიაა გამოცდილი კანდიდატებისთვის, რომლებიც მეტ შესაძლებლობებს ეძებენ. გაყიდვების მენეჯერების შერჩევის პროცესი უკვე დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება.
კომპანია დასაქმების მსურველებს მოქნილ და მათზე მორგებულ, დისტანციურ და ნაწილობრივ დისტანციურ სამუშაო გარემოს სთავაზობს, რომელიც სრულად არის თანამშრომლის კომფორტზე ორიენტირებული. ჯიპიაიში გაყიდვების პროცესი სრულად არის გაციფრულებული და გაყიდვების მენეჯერები სმარტ ტექნოლოგიების დახმარებით ონლაინ ქმნიან გარიგებებს და აფორმებენ ხელშეკრულებებს. - ინდივიდუალური დაზღვევის მენეჯერის სამუშაო მუდმივად მოიცავს დინამიურ, საინტერესო და სიახლეებით სავსე გარემოს, კონტაქტებს ახალ ადამიანებთან და სწრაფ პროფესიულ ზრდას.
ნინო ხაჭაპურიძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ HR დირექტორი - “როგორც იცით, ჯიპიაის საქართველოში ყველაზე დიდი საცალო გაყიდვების ქსელი აქვს. 16 წელია ამ მიმართულების განვითარებაზე ინტენსიურად ვმუშაობთ და თამამად შეგვიძლია ვთქვათ , რომ საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ჯიპიაის გაყიდვების დეპარტამენტი განსაკუთრებულ სიმაღლეზე დგას. ბოლო ორ წელში გაყიდვების პროცესი კიდევ უფრო დავხვეწეთ და მუშაობის ე.წ. ჰიბრიდული მოდელი შევიმუშავეთ. გამართული ციფრული და მენეჯმენტ სისტემების საშუალებით ადამიანებს საშუალებას ვაძლევთ ნებისმიერი ადგილიდან იმუშაონ. ჩვენი გაყიდვების მენეჯერები ყველასგან განსხვავებული მიდგომებით მუშაობენ და იზრდებიან პროფესიულად.
ამ ეტაპზე ვეძებთ ადამიანებს, ვისაც უკვე აქვს გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება როგორც სადაზღვევო, ისე სხვა სფეროებშიც და ახლა უნდათ პროფესიულად გაიზარდონ და მეტი შეძლონ. მათ ვპირდებით საუკეთესო გარემოს მეგობრულ გუნდში და ბევრ სხვა შესაძლებლობას, რომლითაც ჯიპიაის თანამშროლმლები სარგებლობენ. “
ვახო კორძაია, გაყიდვების დირექტორის მოადგილე - „ბოლო ორ წელში გაყიდვების მიმართულებით სრულიად ახალი მიდგომები დავნერგეთ. ეს ეხება როგორც უშაულოდ გაყიდვებეის მენეჯერების სამუშაო სპეციფიკას ოფისში, ასევე კლიენტთან ურთიერთობის პროცესს,რომელიც სრულად გაციფრულდა და მორგებულია როგორც ჩვენი თანამშრომლების ისე მათი კლიენტების კომფორტზე და საჭიროებებზე.
სწორედ ამ სისტემაში ჩასართავად, ვეძებთ გაყიდვებში გამოცდილ ადამიანებს, რომელთაც უნდათ N1 სადაზღვევო კომპანიაში იმუშაონ, კომპანიაში რომელსაც შეუძლია მათი შესაძლებლობების მაქსიმუმის აღმოჩენაში და წარმატების მიღწევაში დაეხმაროს. ჯიპიაიში არსებული კარიერული განვითარების სქემა, გაყიდვების მხარდამჭერი თუ სამოტივაციო სისტემები და სხვა პროგრამები სრულად უწყობს ხელს პროფესიონალებს, რომ კიდევ უფრო განვითარდნენ და სტაბილური და მაღალშემოსავლიანი სამსახური ჰქონდეთ. „
როგორც კომპაინაში აცხადებენ, კანდიდატების შერჩევის პროცესი ორ ეტაპად ჩატარდება. დასაქმების მსურველთა პირველ ნაკადს ჯიპიაი აპრილის ბოლომდე მიიღებს. მეორე ეტაპი კი სექტემბერში გაგრძელდება.
პროგრამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ჯიპიაის ოფიციალურ ფესბუქის გვერდზე - დასაქმების მსურველებმა თქვენი მონაცემები უნდა დატოვოთ ვებ გვერდზე GPIH.GE ან გაგზავნოთ CV მეილზე salejobs@gpih.ge.