ბიზნესი
23/12/2020

JF Georgia-მ პანდემიის მიუხედავად Philip Martin’s-ის ოფიცილური სტუდია გახსნა

Jungle Fever Georgia-მ პანდემიის მიუხედავად იტალიური პრემიუმ კლასის ბრენდის Philip Martin’s-ის სტუდია გახსნა, კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი მარიამ გოდერძიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ დრო მოვიდა Philip Martin’s ჰქონოდა ოფიციალური წამომადგენლობის სტუდია სალონი, სადაც მომხმარებელი მიიღებდა უმაღლესი ხარისხის მომსახურებასა და სერვისს. 

„მსოფლიოსა და საქართველოში არსებული სიტუაციის მიუხედავად, ყველა წინაპირობა გვქონდა ამისთვის, რომ მომხმარებელისთვის შეგვეთავაზებინა  ოფიციალური წარმომადგენლობითი სალონი. ვინაიდან Philip Martin’s–ის პროდუქციას ქართველი მომხმარებლის 2018 წლიდან იცნობს. იგი წარმოდგენილია იმ სალონებში, რომლებიც აკმაყოფილებენ იტალიიდან დაწესებულ სტანდარტებს.

აქ მოსული სტუმრები მიიღებენ სალონურ მომსახურებას, რომელშიც შედის სხვადასხვაგვარი შეღებვა და თმის სპა პროცედურები, თმის ბიო დახვევისა და კერატინის პროცეურები, ასევე მათ შეუძლიათ კონსულტაციის შედეგად შეარჩიონ თმისა და კანისთვის განკუთვნილი პერსონალური მოვლის საშუალებები სახლის პირობებში გამოსაყენებლად,” - აღნიშნავს მარიამ გოდერძიშვილი.

 

 

 

Businesspartner