ბიზნესი
09/09/2022

ჯერი შატანი: საქართველოს ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ინვესტორებისთვის ბიზნესის დაწყების სიმარტივეა

საქართველოში ვიზიტით მყოფი საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტის ჯერი შატონის თქმით, საქართველოს ერთ-ერთი დიდი უპირატესობა აქ ბიზნესის დაწყების სიმარტივეა.

"ამ რამდენიმე დღის განმავლობაში საშუალება მქონდა მესაუბრა იმ კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც აქ შეიქმნა ან გადმოვიდნენ, შემდეგ კი საერთაშორისო ბაზრებზე გავიდნენ და საერთაშორისო ინვესტორები მოიზიდეს. მათი მაგალითი ადასტურებს, რომ შესაძლებელია საქართველოში კომპანიის განვითარება, რაც, ვფიქრობ, დიდი პლუსია თქვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთი დიდი უპირატესობა არის საქართველოში ბიზნესის დაწყების სიმარტივე. ამის შესახებ ჩვენ გვითხრეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ეს დაადასტურეს ბიზნესის მფლობელებმაც, რომელთაც შევხვდით. კომპანიებს, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს ადგილმდებარეობით, სავაჭრო ინფრასტრუქტურითა და სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დიდი მხარდაჭერით, ჩვენ ვურჩევდით განეხილათ საქართველოში ბიზნესის განთავსება", - აღნიშნა ჯერი შატონმა.

აშშ-დან, ევროპიდან და აზიიდან საქართველოში მყოფი 13 საინვესტიციო კონსულტანტი რამდენიმე დღის განმავლობაში შეხვედრებს მართავდა როგორც ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიებთან, ასევე ბიზნესასოციაციებთან, დონორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში მოქმედ უცხოურ კომპანიებთან. ტურის მიზანია საიტის ლოკატორებისა და მათი კლიენტებისთვის საქართველოს საინვესტიციო ღირებულებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებს საქართველოში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით მასპინძლობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023