ბიზნესი
17/03/2022

"ჯეოლაივმა" ქართული წარმოების ზეთისხილის საპონი გამოუშვა

ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ კომპანია „ჯეოლაივმა“ „ქიზიყის“ ბრენდით ქართული წარმოების ზეთისხილის საპონი გამოუშვა. პროდუქტი ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა და კომპანია ბიოლოგიურად სუფთა საპონს მცირე მოცულობით აწარმოებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი სვანიძემ განუცხადა, პროდუქტი ამ დროისთვის 100%-ით ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, მათ შორის, “ბაზარი ორბელიანზე“.

საპონი “ქიზიყის“ საშუალო ფასი 5 ლარია.

შეგახსენებთ, რომ „ჯეოლაივი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ზეთისხილის კულტურა შემოიტანა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში 2016 წელს გაიხსნა.

კომპანიას ზეთისხილის პლანტაციები დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში 300 ჰექტარზე აქვს გაშენებული. როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი სვანიძე ამბობს, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 5 მლნ დოლარია.

კომპანია ამ დროისთვის ზეთის ხილს, ზეითუნის ზეთსა და საპონს აწარმოებს.