ბიზნესი
05/03/2022

"ჯეო ჰოსპიტალსი" უკრაინის მოქალაქეებს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას უფასოდ გაუწევს

"ჯეო ჰოსპიტალსი" სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს.
 
"სამედიცინო პერსონალმა, ისე როგორც არავინ, ვიცით ადამიანის სიცოცხლის ფასი. გვსურს, გამოვხატოთ თანადგომა უკრაინელი ხალხისადმი და ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ მათ მხარდასაჭერად.
 
იმ უკრაინელი მეგობრებისათვის, რომლებსაც საომარი მდგომარეობის გამო მოუწიათ საქართველოში დარჩენა, ჯეო ჰოსპიტალსის ქსელის მასშტაბით ხელმისაწვდომია უფასო გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და ექიმების კონსულტაცია", - განმარტავენ კომპანიაში.
 
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, უკრაინის მოქალაქეებისათვის ცხელი ხაზი 24 საათიან რეჟიმში ამოქმედდა (დაგვიკავშირდით ნომერზე 0322505222).
 
ამავდროულად, ჯეო ჰოსპიტალსი უკრაინაში აგზავნის ჰუმანიტარულ ტვირთს პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებისა და საჭირო მედიკამენტების სახით.