ბიზნესი
15/12/2020

“ივენთის ჩასატარებლად საჭირო ნივთებს ვყიდით,სხვა გზა არ არის“ - კლუბი “მტკვარი“

„სხვა გზა არ გვაქვს, უკვე ისეთ მნიშვნელოვან ნივთებს ვყიდით, რომელიც ივენთის ჩასატარებლად არის საჭირო.“- ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კლუბ „მტკვარზე“ დამფუძნებელმა განუცხადა. ნოდარ ბერიძის განმარტებით, საკლუბო სექტორის წარმომადგენლები გადარჩენისთვის იბრძვიან.
 
„გადარჩენისთვის მუდმივი ბრძოლის პირობებში ვართ, დავიწყეთ ისეთი რაღაცეების გაყიდვა რაც არ გვჭირდებოდა თან ნახევარ ფასში, რადგან არ არის მოთხოვნა. ყველა კლუბს რა თქმა უნდა, გვაქვს ბიზნეს სესხები, თავიდან იყო საშეღავათო პერიოდი, შემდეგ ვეღარ გადავიხადეთ. რესტრუქტურიზაციის შედეგად როდესაც გავიხსნებით, გვექნება ბევრად დიდი ვალი ვიდრე გვქონდა. ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან ჩვენი თანამშრომლები, არტისტები, დიჯეები, გამნათებლები.“-აღნიშნა ნოდარ ბერიძემ.

როგორც ცნობილია, საკლუბო ბიზნესი მთავრობისგან დახმარებას ითხოვს. სექტორმა ოთხპუნქტიანი გეგმა შეიმუშავა. კლუბების მოთხოვნებს შორისაა: საქართველოს მასშტაბით არსებული 55-მდე ბიზნესს ერთეულის მეიჯარეებთან საიჯარო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შემსუბუქების მხარდაჭერა, რაც მოიცავს იჯარის სრულად ან ნაწილობრივ სუბსიდირებას. იურიდიულმა პირებისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის ამოქმედება. 
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022