ბიზნესი
20/04/2022

ივა ხასია: სურსათის მაღაზიების ბიზნესიდან თამბაქოს გამოცალკავება არაგონივრული იქნება

სურსათის მაღაზიების ბიზნესიდან თამბაქოს გამოცალკევებისა და თამბაქოს მაღაზიების ლიცენზირებული ბიზნესის შექმნის ინიციატივას „ბიზნესპარტნიორთან“ თამბაქოს მწარმოებელი კომპანია JTI კავკასიის კორპორაციული დირექტორი ივა ხასია აფასებს.

მისი ინფორმაციით, დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ეს ინიციატივა შეუსაბამოა და მსიი მიღება არაგონივრული იქნება.

„ეს რითეილ სექტორზეც ცუდად აისახება, ყველა მსხვილი ქსელი დაზარალდება. არ ვიცი რა მეთოდოლოგიაზეა საუბარი, თუმცა, თუ დამატებით ლიცენზირებაზეა საუბარი, ეს დამატებით გადასახადებს მოითხოვს და ტვირთია კერძო სექტორისთვის,“ - აღნიშნავს ხასია.  

მისი განცხადებით, ცუდი არ იქნება, თუ საკითხის განხილვა სექტორთანაც გაიმართება.

შეგახსენებთ, პარლამენტს სურსათის მაღაზიების ბიზნესიდან თამბაქოს გამოცალკევებისა და თამბაქოს მაღაზიების ლიცენზირებული ბიზნესის შექმნის ინიციატივით მიმართეს. 

შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება მოქალაქე დავით მებაღიშვილმა დაარეგისტრირა. ინიციატივაში დეტალები განხილული არ არის.

რაც შეეხება  JTI-ს, ის  თამბაქოს პროდუქციის მწარმოებელი წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. მას ეკუთვნის ბრენდი Winston-ი და Camel-ი.მის პორტფელში შედის ასევე ბრენდები Sobranie, Mevius და LD.

JTI მსხვილი მოთამაშეა გახურებადი თამბაქოს კატეგორიაშიც ბრენდებით Logic და Ploom. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს შვეიცარიაში, ჟენევაში. კომპანიაში მსოფლიოში სულ 44 000-მდე თანამშრომელია დასაქმებული. საქართველოში JTI-ში დაახლოებით, 100 თანამშრომელია. JTI არის Japan Tobacco-ს კომპანიების ჯგუფის წევრი.