ივა ჭყონია მზესუმზირის ზეთის 10%-ით გაიაფებას ვარაუდობს
ოქტომბრიდან რუსეთი ზეთის ექსპორტზე გადასახადს ანულებს, რაც საქართველოში მზესუმზირის ზეთზე ფასს გააიაფებს.
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ რითეილ სექტორი აღნიშნულ პროდუქტეზე დაახლოებით 10%-იან კლებას ვარაუდობს.
„1 თვის წინ ზეთის ფასი 10-15 ლარის ფარლგებში მერყეობდა. დღეს ზეთის მინიმალური ფასი 7 ლარია. ეს ფასი უახლოეს მომავალში კლებისკენ წამოვა.
ეს გამოწვუელია ერთის მხრივ, რუსეთის ჭარბი მოსავლით და მეორეს მხრივ უკრაინის პორტების და სხვა გზების გახსნითაც. ახლა რუსეთის მიზანი, ბაზარზე კონკურენციის გაქრობაცაა. რუსული ზეთი 15-20%-ით უფრო იაფია, ვიდრე უკრაინული. შესაბამისად, ეს აისახება ფასებზეც. 3-10%-ით გაიაფებულია ფასები ბურღულეულზეც. ,“-აცხადებს ჭყონია.
შეგახსენებთ, საქართველოსთვის ზეთის მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში, რუსეთში ამჟამად ზეთზე საბაჟო გადასახადი ტონაზე 8 621,3 რუბლს (148 აშშ დოლარს), შროტზე კი 1 578,5 რუბლს (27 აშშ დოლარს) შეადგენს. ოქტომბრიდან კი ზეთზე საბაჟო გადასახადი საექსპორტო განულდება.
რაც შეეხება სტატისტიკას, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ზეთის 80%-ზე მეტი რუსეთზე მოდიოდა. კერძოდ, 8 თვეში საქართველომ სულ $24,445 მლნ-ის (12 991 ტონა) ზეთი შეიძინა, აქედან $19,272 მლნ-ის (10 594 ტონა) რუსეთიდან. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი - $3,090 მლნ (1 545 ტონა) და მესამეზე უკრაინა - $683 700 (387 ტონა).