ივა ჭყონია: კითხვაზე რატომ სტაბილურდება ლარი პასუხი ეროვნულ ბანკს და მთავრობასაც არ აქვს
„სრულიად არასტაბილური მდგომარეობაა იმისთვის რომ ლარი გამყარდეს, თუმცა ამას უფრო სტაბილურობისკენ წასვლას დავარქმევდი,“ - ამის შეახებ „ბიზნესპარტნიორს დისტრიბუტორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა განუცხადა.
ივა ჭყონიას განმარტებით, სხვადასხვა პერიოდში მაღალი ტრიბუნებიდან სრულიად აბსურდული იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, თითქოს ლირა როდესაც უფასურდება ლარიც უნდა გაუფასურებულიყო.
„ახლა ხომ ვხედავთ, აბსოლუტურად საწინააღმდეგო მივიღეთ. ლირა უფასურდება ლარი მყარდება. კითხვაზე, თუ რატომ სტაბილურდება ლარი, პასუხი ეროვნულ ბანკს და მთავრობასაც არ აქვს. ამიტომ რთულია ჩვენი მხრიდან შეფასებისა თუ გათვლების გაკეთება. არაპროგნოზირებადი გარემო ყველაზე ცუდია ბიზნესისთვის. ბოლო წლების განმავლობაში სწორედ ლარის არასტაბილურობით ძალიან დიდი ზიანი მიიღო ბიზნესმა, განსაკუთრებით იმპორტიორმა კომპანიებმა და აქვე იმ საწარმოებმაც, რომლებიც იმპორტირებულ ნედლეულზე არიან დამოკიდებულები,“ - განაცხადა ივა ჭყონიამ.
შეგახსენებთ, რომ ზედიზედ თითქმის ოთხი კვირაა ლარი მყარდება. ერთ თვეში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 6 თეთრით გამყარდა.
6 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0967 ლარი შეადგინა. ლარი ერთბაშად დოლართან მიმართებაშო 2.43 თეთრით გამყარდა. ლარი გუშინდელი ვაჭრობის შედეგად გამყარდა ყველა პარტნიორ ვალუტასთან, შესავამისად 1 ევრო 3.4993 ლარი ღირს, თურქული ლირა 0.2247 ლარი, ფუნტი 4.1037 ლარი.