ბიზნესი
12/02/2021

ივა ჭყონია: ბიზნესომბუდსმენი ბიზნესიდან იყოს წარმოდგენილი

დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია მიიჩნევს, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატში ბიზნეასოციაციებით დაკომპლექტებული ბორდი უნდა შეიქმნას.

„მნიშვნელოვანია, რომ მომავალი ბიზნესომბუდსმენი ბიზნესიდან იყოს წარმოდგენილი და მხოლოდ ბიზნესთან კონსულტაციის შედეგად შეირჩეს. ასევე აუცილებელია, ბიზნესომბუდსმენის გარშემო შეიქმნას ბორდი, რომელიც ბიზნესასოციაციებით დაკომპლექტდება. რაც მეტად იქნება ჩართული ახალი ბიზნესომბუდსმენი ბიზნესასოციაციების მიერ წამოჭრილი პრობლემების გადაწყვეტაში, მით უფრო მეტად გამოჩნდება მისი დამოუკიდებლობაც,“ - აღნიშნა ივა ჭყონიამ.

მისივე თქმით, უნდა გაიზარდოს ბიზნესომბუდსმენის ლეგიტიმაციაც.

„ჩვენ არაერთხელ მიგვიმართავს ბიზნესომბუდსმენის აპარატისთვის, როდესაც ყოფილა ორ ბიზნესსუბიექტს შორის პრობლემა, მაგრამ რატომღაც ამ საკითხების გადაწყვეტაში არის შებოჭილი. ვიმედოვნებ, რომ მომავალში ახალი კანდიდატი მედიატორის ფუნქციასაც შეასრულებს ორ ბიზნს სუბიექტს შორის. რა თქმა უნდა, არავის აქვს სურვილი, რომ პრობლემის შემთხვევაში სასამართლოს დავის გზით წავიდეს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ სასამართლო დავა დამაზიანებელია ორივე მხარისთვის თუნდაც რეპუტაციულად. ამიტომ ვფიქრობ რომ ბიზნესომბიდსმენის ლეგიტიმაცია უფრო მეტად უნდა გაიზარდოს,“ - განაცხადა ივა ჭყონიამ.

მთავრობა ახალ ბიზნესომბუდსმენს ეძებს. „ბიზნესპარტნიორის“ ინფორმაციით, მსხვილ ბიზნესთან გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა კერძო სექტორს შესაფერისი კანდიდატურის დასახელება სთხოვა. კერძო სექტორი ახალ კანდიტატზე, რომლის ბიზნესომბუდსმენად დანიშვნასაც პრემიერს ურჩევს, ჯერ არ შეჯერებულა, თუმცა მათი ძირითადი ნაწილი ამბობს, რომ ახალი კანდიდატი ბიზნესიდან უნდა იყოს წარმოდგენილი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022