ბიზნესი
12/11/2020

"IT სპეციალისტების გადაამზადება ეკონომიკური პროცესების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს"

GITA ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ფარგლებში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში 3 000 IT სპეციალისტს გადაამზადებს, - პროექტს დადებითად აფასებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე და Startup Factory-ს დამფუძნებელი.

ირაკლი ქაშიბაძე აღნიშნავს, სტარტაპ ინდუსტრიის, ეკონომიკის და ინოვაციების განვითარებისთვის, საჭიროა მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებიც ამ სფეროში იმუშავებენ, რადგან ქვეყანაში IT კადრების კუთხით დეფიციტია, რაც ინოვაციური პროექტების რაოდენობის ზრდას აფერხებს.

„დღევანდელი გარემო საშულებას გვაძლევს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ვიმუშათ გლობალურ კორპორაციებზე. თუმცა უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ გადამზადებული სპეციალისტბი არამარტო სხვა გლობალიურ კოპმანიებში შეძლებენ მუშაობას, ასევე აქტიურად უნდა ჩაერთონ პერპექტიული ქართული კომპანიების შექმნის პროცესში. 3 000 IT სპეციალისტს გადაამზადება მნიშვენლოვანი პრიცესია ქვეყნისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პირდაპირ დაკავშირებული ეკონომიკური პროცესების გაუმჯობესებასთან. გადამზადებული ადამიანების კვალიფიკაციის ზრდასთან ერთად იზრდება მათი „ღირებულებაც“. ეს არის პირდაპირ ცოდნის ექსპორტი, რომელიც გაცილებით უფრო შედეგიანი და სტაბილური იქნება ქვეყნისთვის და ეკონომიკაში შემოსულ მილიონობით დოლარს ნიშნავს,“ – აღნიშნავს „ბისნესპარტნიორთან“ ირაკლი ქაშიბაძე.

პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე 500 IT სპეციალისტი გადამზადდება, რასაც მსოფლიოში უმსხვილესი IT ტრენინგ პროვაიდერი New Horizons უზრუნველყოფს, რომელსაც სფეროში 38 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს და მსოფლიოს TOP 20-ში საუკეთესო ტრენინგ პროვაიდერს შორის დასახელდა.

ტრენინგებზე რეგისტრაცია უკვე გამოცხადდა და საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს გარკვეული ცოდნა და გამოცდილება აღნიშნულ სფეროში, აქვს შესაძლებლობა გაიაროს რეგისტრაცია და დისტანციურ რეჟიმში ჩაერთოს პროგრამაში. სასწავლო კურსი ინგლისურ ენაზე წარიმართება.

 

Businesspartner