ბიზნესი
02/09/2021

“ისთ ფოინთი“ - ვაქცინაციის წახალისებისთვის თანამშრომლებში გათამაშებას ვაწყობთ

„ისთ ფოინთის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი თეიკო ლომინაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,რომ ამ დროისთვის სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის 80% აცრილია, სექტემბრის ბოლოსთვის კი კომპანიის მენჯმენტის 100% სრულად ვაქაცინირებული იქნება.

„მეხუთე კვირაა საინფორმაციო კამპანიებს ვაწარმოებთ, ყოველ სამშაბათს დილას მოგყვავდა სხვადასხვა იმუნოლოგ-ალერგოლოგი, რომლებიც თანამშრომლებს აწვდიდნენ ინფორმაციას ვაქცინაციასთან დაკავშირებით. გვაქვს წამახალისებელი გათამაშებაც, რომელიც 15 სექტემბერს მთავრდება. მონაწილეობას კი ვაქცინირებული “ისთ ფოინთის“ ადმინისტრაციის თანაშრომელები იღებენ. ვინც ორჯერადად არის აცრილი ორ ბილეთს აგდებს, ვინც ერთელ - შესაბამისად, ერთს,ვათამაშებდით და ვათამაშებთ საინტერესო საჩუქრებს“-აცხადებს ლომინაძე.

მისივე განმარტებით, სავაჭრო ცენტრში არსებულ სხვადასხვა მაღაზიების თანამშრომლებს  ვერ ავადლებულებენ ვაქცინაციას, რადგან მათ ამის უფლება არ აქვთ.

„არანაირი  ბერკეტი არ გაგვაჩნია, რომ სხვა სუბიექტის მიერ დასაქმებულ ადამიანებს რამე მოვთხოვოთ.ერთადერთი რაც შევთავზეთ ის, რომ მოსულიყვნენ ჩვენს მიერ დაგეგმილ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებზე, თუმცა, მათი მხრიდან ინტრესი და აქტივობა ძალიან დაბალი იყო“-აცხადებს ლომინაძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020