ბიზნესი
18/04/2022

"ისი პარი" ზუგდიდში - ფილიალი აგვისტოში გაიხსნება

პარფიუმერული კომპანია „ისი პარის“ დირექტორი მაია პაპალაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ აგვისტოში კომპანია მორიგ ფილიალს ზუგდიდში გახსნის.

„მაღაზია ზუგდიდში,სავაჭრო მოლში გაიხსნება, რომლის მშენებლობის დასრულება პანდემიის გამო გაჭიანურდა. ახლა დავიწყეთ სარემონტო სამუშაოები და ვფიქრობთ,რამდენიმე თვეში დავასრულებთ,“-აცხადებს პაპალაშვილი.

მისივე განცხადებით, გასული წლის ნოემბერში კომპანიის ფილიალი თელავშიც გაიხსნა.

შპს „პრესტიჟი“ ბაზარზე „ისი პარის“ სავაჭრო ნიშნით მოღვაწეობს, კომპანიის ძირითადი საქმიანობა კოსმეტიკური და პარფიუმერული პროდუქტით საცალო და საბითუმო ვაჭრობაა. დღეს საქართველოს პარფიუმერიულ ბაზარზე „ისი პარის“ 25 მაღაზიაა წარმოდგენილი.

“ისი პარის“ მაღაზიებში 80-მდე  პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Hermes, Sisley, Shiseido, YSL, Lancome, Narciso Rodriguez, Dolce & Gabbana, Gucci, Chloe, Burberry, Bvlgari, Versace, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Klein, C. Herrera, Marc Jacobs, Cartier  და სხვა.