ისი-პარი: რუსეთ-უკრაინის ომმა ხალხს პარფიუმერიის ყიდვის სურვილი დაუკარგა
პარფიუმერული კომპანია „ისი პარის“ დირექტორი მაია პაპალაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის გავლენაზე "ბიზნესპარტნიორთან" საუბრობს. მისი განცხადებით, გაყიდვები დაგეგმილთან შედარებით შემცირებულია.
„როგორ მარტსაც ველოდით, ისეთი არ აღმოჩნდა.წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვების მცირე ზრდა გვქონდა. პარფიუმერულ სფეროში მაღალი გაყიდვები ფიქსირდება დეკემბერში და მარტში, გაზაფხულის დღესასწაულებზე. რუსეთ-უკრაინის ომი ზუსტად იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც სარვამარტო აქციები უნდა ჩაგვეტარებინა. ხალხი დათრგუნული იყო და ისეთი აქტივობა არ აღმოჩნდა. ვერ ვიტყვი, რომ მინუსში წავედით, თუმცა,მეტის მოლოდინი გვქონდა,“-აცხადებს პაპალაშვილი.
მისი ინფორმაციით,გაყიდვები დაბალ სეგემენტზე მეტად,ლუქს კატეგორიაში გაიზარდა, რადგან ამ კატეგორიის მომხმარებელი პარფიუმერულ პროდუქციას უფრო მეტად ყიდულობს აფთიაქებში.
შპს „პრესტიჟი“ ბაზარზე „ისი პარის“ სავაჭრო ნიშნით მოღვაწეობს, კომპანიის ძირითადი საქმიანობა კოსმეტიკური და პარფიუმერული პროდუქტით საცალო და საბითუმო ვაჭრობაა. დღეს საქართველოს პარფიუმერიულ ბაზარზე „ისი პარის“ 25 მაღაზიაა წარმოდგენილი.
“ისი პარის“ მაღაზიებში 80-მდე პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Hermes, Sisley, Shiseido, YSL, Lancome, Narciso Rodriguez, Dolce & Gabbana, Gucci, Chloe, Burberry, Bvlgari, Versace, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Klein, C. Herrera, Marc Jacobs, Cartier და სხვა.