ირაკლი როსტომაშვილმა "საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის" თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
ირაკლი როსტომაშვილმა საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. როგორც მან "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა, მიზეზი ისააა, რომ ამ ფორმით ასოციაციის არსებობას აზრი არ აქვს.
"ამოვწურე ჩემი თავი. რა როლიც "მენაშენეთა ასოციაციას" დაფუძნებისას ჰქონდა ახლა აღარ აქვს. არ მინდა, რომ არაქმედითი ორგანიზაციის თავმჯდომარე ვიყო. რეალურად, ეს ორგანიზაცია არ არსებობს და არც საჭიროა. ვრჩები კომპანია "არსის" დამფუძნებლად"-აცხადებს როსტომაშვილი.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეასრულებს ასოციაციის თავმჯდომარის მოვალეობას, როსტომაშვილი აღნიშნავს, რომ ამას უკვე არსებული წევრები გადაწყვეტენ.
შეგახსენებთ, “საქართველოს მენაშენეთა ასოციაცია“ 1996 წელს შვიდმა სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანიამ დააფუძნა. ახლა ასოციაციაში 60 წევრია.
როსტომაშვილის ინფორმაციით, ის ასოციაციის თავმჯდომარე 2009 წლიდან დღემდე იყო (წყვეტა 2011-2012 წლები).