ბიზნესი
22/12/2021

ირაკლი როსტომაშვილი: სამშენებლო სექტორში პროფესიონალი ინჟინრების დეფიციტია

დეველოპერები სამშენებლო სექტორში პროფესიონალი კადრების სიმცირეზე ჩივიან.

საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სამშენებლო-დეველოპერულ სექტორში ეს კრიზისი ალბათ ყველაზე მეტად შეიმჩნევა.

„მუშები მაგალითად ობიექტზე სწავლობენ, არ არის სპეციალიზიებული სასწავლებლები, სადაც ბეტონის დამზადებას ასწავლიდნენ. რაც შეეხება ინჟინრებს, ამ მხრივ, კატასტროფაა,“ - აცხადებს როსტომაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხული კომპანიების 60.2%-ის მოსაზრებით, უმთავრესი მიზეზი, რაც კადრების მოძიებას ართულებს, აპლიკანტთა არასაკმარისი ცოდნის დონეა.

არასაკმარისი ცოდნის დონე, გამოკითხული ბიზნესის უდიდესი ნაწილის აზრით, სამი ძირითადი ფაქტორით არის განპირობებული: საქართველოში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს; ხოლო შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები ძალიან მწირია ან საერთოდ არ არსებობს.