ბიზნესი
19/02/2021

ირაკლი ქარსელაძე მშენებლების სატკივარს კარგად იცნობს - ასოციაცია მინისტრობის კანდიდატზე

ირაკლი ქარსელაძეს ვიცნობთ, როგორც ყველა იმ საკითხში ჩახედულ ადამიანს, რომელიც აწუხებს სამშენებლო სექტორს, - ასე გამოეხმაურა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ქარსელაძის წარდგენას.

ანა საბახტარიშვილი იმედოვნებს, რომ ყველა ის პრობლემა, რომელიც დგას სექტორის წინაშე და კიდევ უფრო გამწვავდა პანდემიის პირობებში, ახალი მინისტრის ყურადღების მიღმა არ დარჩება და მალევე დაიწყება მათი მოგვარება.

"პირველ რიგში, ეს ეხება სექტორის განვითარების გრძელვადიანი გეგმის არარსებობას, რაც გარკვეული არასტაბილურობის შეგრძნებას უღრმავებს ინფრასტრუქტურულ კომპანიებს და ამ მიმართულებით სამუშაო პროცესების საჭიროებას ვხედავთ. შესაბამისად, მზად ვართ პროცესში ჩავერთოთ. ამავდროულად, ყურადსაღებია კრიზისის გამო წარმოქმნილი პრობლემები. მათ შორის სამშენებლო მასალების გაძვირება და სამუშაოების წარმოებისას არსებული გარკვეული სირთულეები, რომლებსაც ახალმა მინისტრმა დროულად უნდა უპასუხოს.

წინასწარ უნდა განვსაზღვროთ სად გვინდა ვიყოთ ამ სფეროში ხუთი წლის შემდეგ. ამ ეტაპზე, განსაკუთრებით კი კრიზის ფონზე, სექტორს მხარდაჭერა სჭირდება და დინებაზე ვერ მივუშვებთ,"- განაცხადა ანა საბახტარიშვილმა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა. მინისტრთა კაბინეტში მცირე ცვლილებებია. თავდაცვის მინისტრთან ერთად იცვლება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. მაია ცქიტიშვილს ამ თანამდებობაზე მისი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე ჩაანაცვლებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022