ბიზნესი
03/02/2022

ირაკლი გილაური Aqualia-ს კაპიტალდაბანდებაზე: ინვესტორები ენდობიან საქართველოს

ინვესტორები ენდობიან საქართველოს, - ასე აფასებს Georgia Capital-ის გენერალური დირექტორი წყალმომარაგების სექტორში ესპანური Aqualia-ს შემოსვლას.

ირაკლი გილაურის თქმით, ასეთი სოლიდური ინვესტიციის შემოდინება ნდობა არის როგორც საქართველოს მიმართ, ასევე მარეგულირებლის მიმართ.

"მნიშვნელოვანია, რომ ასეთ სტრატეგიულ ინვესტორთან დავპარტნიორდით, ეს იმას ნიშნავს, რომ ინვესტორებს აქვთ ნდობა საქართველოს და რეგულატორის მიმართ. ევროსტანდარტების რეგულაციები, რომელიც სემეკმა შემოიღო მნიშვნელოვანი იყო ამ ინვესტიციის შემოსვლისთვის. თავად Aqualia-ს შემოსვლით კი თბილისელ მომხმარებელს კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება წყალმომარაგება", - განაცხადა ირაკლი გილაურმა.

შეგახსენებთ, რომ Georgia Capital-მა მსხვილ ესპანურ კომპანიასთან გარიგება დაასრულა. ესპანურმა Aqualia-მ Georgia Capital-ის შვილობილი GGU-ში $180 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
05

11/07/2023
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020