
ბიზნესი
30/07/2021
იპოთეკური სესხების და უძრავი ქონების ტრანზაქციების ზრდის ტემპი დადებით ნიშნულს უახლოვდება
ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის და თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების ზრდის ტემპი დადებით ნიშნულს უახლოვდება.
TBC Capital-ის მონაცემებით, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ცვლილებამ 1-26 ივლისის პერიოდში -1.4% შეადგინა.
ამასთან, 1-24 ივლისის პერიოდში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების ზრდა დადებით ნიშნულს უახლოვდება და -1.6%-ს უტოლდება.