ბიზნესი
14/03/2022

ინვესტორებმა კავშირგაბმულობის დარგიდან $40 მლნ გაიტანეს

ინვესტორებმა კავშირგაბმულობის დარგიდან $40 მილიონი გაიტანეს. 

სექტორი, რომელიც კაპიტალის დაბანდებისთვის მიმზიდველად მიიჩნეოდა, 2021 წელს ინვესტორების ყურადღების მიღმა დარჩა. გასულ წელს სექტორიდან კაპიტალის გადინება მოხდა, მაშინ როდესაც პანდემიურ 2020 წელსაც კი, სექტორში $49.8 მლნ ჩაიდო.  

სექტორიდან ინვესტიციები გაიტანეს ვირჯინიის კუნძულებსა და რუსეთში დარეგისტირებულმა კომპანიებმა, შესაბამისად, $18.3 მლნ და $116.8 ათასი დოლარი. $22.2 მლნ კაპიტალი გაიტანეს ჯამში სხვა ქვეყნების ინვესტორებმა.

ინვესტიციები კავშირგაბმულობაში 2016-21 წლების ტრენდი

  • 2016 წელი 7 მლნ
  • 2017 წელი 46 მლნ
  • 2018 წელი (-40.27 მლნ)
  • 2019 წელი 72.06 მლნ
  • 2020 წელი 49.85 მლნ
  • 2021 წელი ( - 39.65 მლნ)