ბიზნესი
24/06/2022

"ინტრეკ ჯორჯია" კომპოზიტური არმატურის მწარმოებელ მეორე ქარხანას გახსნის

კომპოზიტური (მინაპლასტიკური) არმატურის მწარმოებელი კომპანია „ინტრეკ ჯორჯია“  წელს   მეორე ქარხანას გარდაბანში, სოფელ ნორიოში გახსნის.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა რომა ფირცხალავამ განუცხადა, კომპანიას 3 000 კვ.მ მიწის ფართი უკვე შეძენილი აქვს და ახლა სამშენებლო ნებართვის გაცემის ინსტანციებს გადის.

მისი განცხადებით, პროექტში დაახლოებით $500 000-ის ინვესტირება იგეგმება, აქედან $200 000 მშენებლობაზე იქნება მიმართული, დანარჩენი კი - მანქანა-დანადგარების შეძენაზე.

„მშენებლობა წელს აუცილებლად დაიწყება.ახალი ქარხანა მინაპლასტიკური არმატურის გარდა მისთვის საჭირო ბადესაც გამოუშვებს,“-აცხადებს ფირცხალავა.

კომპანიამ „ინტრეკ ჯორჯია“  მინაპლასტიკური არმატურის წარმოება  2014 წელს დაიწყო. კომპანიის არსებული  საწარმო თბილისში, გლდანში მდებარეობს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023