ინტერნეტპროვაიდერების რეიტინგი შემოსავლების მიხედვით
ინტერნეტბაზრის შემოსავლები 294 მლნ ლარამდეა გაზრდილი და 2 დომინანტი (მაგთი, სილქნეტი) პროვაიდერის ჯამური წილი 81%-ს აღემატება.
ბაზარზე ბოლო 5 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილება არ აღინიშნება. "მაგთის" და "სილქნეტის" წილი, უმნიშვნელოდ, 0.3%-ული პუნქტით არის შემცირებული.
ოპერატორები შემოსავლების მიხედვით (₾)
|
2018 |
2019 |
2020 |
2021 |
მაგთიკომი |
102,302,898 |
123,897,817 |
129,063,969 |
138,404,931 |
სილქნეტი |
82,841,041 |
93,249,180 |
96,192,557 |
100,642,623 |
ახალი ქსელები |
6,711,658 |
7,526,468 |
6,821,337 |
8,764,017 |
სქაიტელი |
1,767,138 |
4,641,999 |
7,825,465 |
14,761,424 |
ახტელი |
3,708,826 |
4,298,417 |
3,782,094 |
1,551,670 |
სულ |
226,763,646 |
263,863,395 |
275,915,933 |
294,320,453 |
იურიდიული პირების მომსახურებიდან ბაზრის მონაწილეების შემოსავალი 2021 წელს 5 მლნ-ით, 80.7 მლნ ლარამდეა გაზრდილი. ამ სეგმენტში "სილქნეტი" ლიდერობს. კორპორაციული მომხმარებლიდან "სილქნეტს" შემოსავალი 35.9 მლნ ლარამდე გაეზარდა (2020 - ₾33.8 მლნ); მაგთის 30.3 მლნ ლარამდე (2020-28.7 მლნ).