ბიზნესი
26/08/2022

ინტერნეტბაზრის შემოსავლები II კვარტალში ₾80 მლნ-მდე გაიზარდა

ინტერნეტბაზრის შემოსავლები გაიზარდა, 2022 წლის 1-ლი ივლისისთვის კომპანიებს 1.033 მლნ აბონენტი ჰყავთ.

2022 წლის მეორე კვარტალში კომპანიების შემოსავლებმა 80 მლნ ლარს მიაღწია, წლიურად 8.7%-იანი ზრდაა.

კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, აბონენტების რაოდენობა 2021 წლის მეორე კვარტალთან შედარებით რაოდენობრივად 45 000-ით არის გაზრდილი, შემოსავალი კი 6 მლნ ლარით.

აბონენტთა რაოდენობის მიხედვით, "მაგთი" 49%-ით ლიდერობს, 30% "სილქნეტს" უკავია, 6% - ახ.ქს/ახტელი/სიჯისი (გაერთიანებულია "ახალი ქსელები", "ახტელი" და "საქართველოს ენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია"), "სქაიტელი" - 6%, სხვა - 9%. ყველაზე მეტად 6.3%-ით საანგარიშო პერიოდში მომხმარებელთა რაოდენობა "სილქნეტს" გაეზარდა.

ოპერატორები შემოსავლების მიხედვით (₾)

 

2022 წლის II კვარტალი (მლნ ₾)

მაგთიკომი

36.2

სილქნეტი

27

სქაიტელი

4.8

ახ.ქს/ახტელი/სიჯისი

3.5

სხვა

7.6

სულ

79.2

კომპანიებმა შემოსავლების 72% ფიზიკური პირებიდან მიიღეს, მათი რაოდენობა აბონენტთა წილში 95%-ია.