ბიზნესი
17/06/2022

"ინტერის" საფეხბურთო აკადემია შესაძლოა რეგიონებშიც გაიხსნას

„ინტერის“ საფეხბურთო აკადემია შესაძლოა საქართველოს რეგიონებშიც გაიხსნას. 

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოში „ინტერის“ საფეხბურთო აკადემიის აკადემიის დირექტორმა ანა წერეთელმა განუცხდა, ლიცენზია არსებობს და ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული პროექტის განხორციელება.

„სადაც ჩავედით და დავათვალიერეთ. იმდენი პრობლემაა, რომ ჯერჯერობით თბილისზე შევჩერდით. სამომავლოდ ვგეგმავთ რეგიონებში ფეხბურთის აკადემიის დაფუძნებას. ვიყავით სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში. განვიხილავთ რამდენიმე ლოკაციას,“ - აცხადებს წერეთელი.

მისივე განმარტებით, შესაძლოა აქცენტი იმერეთზე გაკეთდეს და იქ ადგილობრივების თხოვნით, პროექტი „ტორპედოს“ საფეხბურთო აკადემიის სახელით განვახორციელოთ.

„იმდენად უყვართ თავიანთი ქალაქის გუნდი, რომ მათთვის ყველაფერი „ტორპედოს“ ირგვლივ ტრიალებს. ზუსტი ლოკაცია ჯერ არ ვიცით, ახლა ტერიტორიის მოძიების ეტაპზე ვართ,“ - აცხადებს წერეთელი.

როგორც ცნობილია, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში „ინტერს“ 19 საფეხბურთო აკადემია ჰქონდა. თბილისში კი იტალიური გრანდის  20-ე საფეხბურთო აკადემია 2022 წლის მარტში დაფუძნდა. რა ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა პროექტში, ამაზე წერეთელი არ საუბრობს და აცხადებს, რომ პროექტი საქველმოქმედოა და თანხის ოდენობა  - კონფიდენციალური.

„ინტერის“ საფეხბურთო სკოლა და აკადემია მოიცავს   4 პატარა და 1 დიდი მოედანი. 

"ინტერ აკადემია საქართველო" "ნიუ ვიჟენ" უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, დიღომში მდებარეობს – იმ ტერიტორიაზე, სადაც ადრე კარლო მჭედლიძის საფეხბურთო აკადემია „ოლიმპიკი“ იყო. „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტმა აკადემია შეისყიდა და აიღო ვალდებულება, რომ პროფილი შეენარჩუნებინა. იმავე ტერიტორიაზე მდებარეობს "ნიუ ვიჟენ" უნივერსიტეტის სარეაბილიტაციო ცენტრი. 

დღეს საქართველოში იტალიური გრანდის, მილანის „ინტერის“ საფეხბურთო აკადემიაში  მომზადებას  310 ფეხბურთელი გადის

შეგახსენებთ, რომ „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტი ქუთაისის „ტორპედოსაც” ფლობს.

 

 

Businesspartner