ბიზნესი
10/07/2023

ინსი: ყველა პოზიციაზე, კადრის მოძიების პრობლემაა

"დაწყებული ე.წ დღიური მუშახელისგან, დამთავრებული მაღალკვალიფიციური ინჟინრით, ყველა პოზიციაზე, კადრის მოძიების პრობლემაა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სამშენებლო კომპანია "ინსი"-ს გენერალურმა დირექტორმა ზვიად თოიძემ განუცხადა.

მისი თქმით, საქმე ბევრია, პროექტები ბევრია, თუმცა პრობლემაა კადრების დეფიციტი და ამ პრობლემას ბიზნესი აქტურად ებრძვის.

კადრების მოსაზიდად დამსაქმებლებს სულ უფრო მეტი სარგებლის შეთავაზება უწევთ, მათ შორისაა: გაზრდილი ხელფასები, ტრენინგები, მოქნილი სამუშაო გრაფიკი და სხვა. გარდა ამისა, სულ უფრო მეტ კომპანიას სამსახურში არაკვალიფიციური კადრები აჰყავს და შემდგომ მათ გადამზადებას თავადვე უზრუნველყოფს, რადგან ბოლო დროს დაბალკვალიფიციური კადრებიც კი დეფიციტური გახდა.

როგორც "ინსი"-ს გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ამ დრომდე, მისი კომპანია ცდილობს, ადგილობრივი კადრებით შეივსოს დეფიციტი, თუმცა, თუ ასეთი სიტუაცია გაგრძელდა, არც უცხოელი მუშა-ხელის შემოყვანას გამორიცხავს.

„საბედნიეროდ, ჯერჯერობით, საქმეს ადგილობრივი კადრებით ვუმკლავდებით, მაგრამ ეს პრობლემა ნამდვილად მწვავედ დგას კომპანიების წინაშე“,- განაცხადა ზვიად თოიძემ.

მან ხელფასების საკითხზეც ისაუბრა და თქვა, რომ „ინსიში“ ხელფასები ყოველწლიურად მზარდია.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ევროკავშირის ქვეყნებს კონკურენციას ვერ გავუწევთ, სადაც ევროში უხდიან თანხას. თუმცა, მგონია, რომ მიგრაციაში წასული კადრების ნაწილი მაინც დაბრუნდება, რადგან მთლად ის სიტუაცია არ ხვდებათ ხოლმე იქ, რაც ჰგონიათ. ყველა ვერ შოულობს ისეთ ანაზღაურებას, როგორიც უნდა“, - განარტა თოიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ბიზნესასოციაციის გამოკითხვის შედეგად, გამოიკვეთა რომ 2023 წლის მეორე კვარტალში კომპანიათა 59%-მა სპეციალისტების ნაკლებობა, ხოლო 41%-მა უბრალოდ სამუშაო ძალის ნაკლებობა დაასახელა საქმიანობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებად.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023