Inn Group: "ოქროს ბრენდის" ტიტული დიდი მოტივაციაა შევქმნათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კომპანია
სასტუმროები Bakuriani Inn და Gudauri Inn "ოქროს ბრენდის" გამარჯვებულია.
როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია აცხადებს, ეს გამარჯვება მათთვის დიდი მოტივაციაა გახდნენ უფრო ძლიერები.
"Inn Group-ისთვის კიდევ ერთი გამარჯვება და ჩვენი შრომის დაფასება ძალაინ დიდ მოტივაციას გვაძლევს, რომ გავიზარდოთ, განვითარდეთ და შევქმნათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კომპანია, არა მხოლოდ რეგიონალური, არამედ ფართომასშტაბიანი," - აღნიშნავს ერეკლე კოკაია.
მისივე თქმით, Inn Group-ი 100% ქართული კომპანიაა, რომელიც 6 სასტუმროს აერთიანებს და მუდმივად ცდილობენ ადგილობროვ თუ უცხოელ დამსვენებლებს ქართული პროდუქტი შესთავაზონ.
კომპანია Inn Group-მა ბიზნესის ოსკარად წოდებული "ოქროს ბრენდი" უკვე მეორედ დაიმსახურა. ექსპერტების რჩეული, ამჯერად, მთის კურორტების საუკეთესო სასტუმროები Bakuriani Inn და Gudauri Inn გახდნენ.
ღონისძიება წელს მე-17-ედ გაიმართა, გამარჯვებული კომპანიები კი ყოველწლიურად პიარისა და მარკეტინგული აქტივობების ხარისხით ვლინდებოდნენ, კომპანიებს ექსპერტები და მომხმარებლები ღიად აძლევდნენ ხმას.
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბრენდის რიგით მეჩვიდმეტე დაჯილდოება მარკეტინგული კვლევის კომპანია Global Idea-ს და გამომცემლობა The Financial-ის ორგანიზაციით გაიმართა. ღონისძიებაზე ჯილდო 50 კომპანიას გადაეცა. ნომინაციები ბიზნესის თითქმის ყველა სფეროს მოიცავდა, დაჯილდოვდნენ როგორც კარგად ნაცნობი, ასევე ბაზარზე შედარებით ახალი კომპანიებიც. ცერემონიალს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით წარმატებულ ბიზნეს-პროექტებს აჯილდოებს, ბიზნესის ოსკარადაც მოიხსენიებენ. დაჯილდოებამდე ტარდება კვლევები, შეფასებები და გამოკითხვები - პროცესში ჩართულები არიან ექსპერტები, პროფესორ-მასწავლებლები, საკონსულტაციო კომპანიები და მომხმარებლები. ექსპერტების კვლევის საგანს, ბრენდის ცნობადობა და ხარისხი წარმოადგენს. ასევე კომპანიების მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული კრეატიული და სოციალური პროექტები.