ბიზნესი
18/04/2023

ინკა: მომხმარებელი უპირატესობას იმპორტირებულ, შედარებით დაბალფასიან პროდუქციას ანიჭებს

ქართული სტარტაპების ნაწილი  „ბიზნესპარტნიორთან“ ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. მათ შორისაა ხელნაკეთი აქსესუარებისა და სიზმრის მჭერის (dream catcher) მწარმოებელი კომპანია „ინკას"  დამფუძნელებლი გვანცა კორძახია.

მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში კომპანიას გაყიდვები საგრძნობლად შეუმცირდა. იმისდა მიუხედავად, რომ "ინკას" ცნობადობის პრობლემა არ აქვს, კორძახია აღნიშნავს, რომ მომხმარებლები იმპორტირებულ, უფრო დაბალი ფასისა და შესაბამისად დაბალი ხარისხის ნაწარმზე აკეთებენ არჩევანს, რაც ქვეყანაში არსებული ფინანსური პრობლემებითაა გამოწვეული.

პრობლემაა ასევვე, ბაზარზე არსებული ნედლეულის ფასიც, რომელიც საგრძნობლადაა გაზრდილი. გაძვირდა არა მხოლოდ ბუმბულის, არამედ საგალანტერიო აქსესუარებიც. იმისდა მიუხედავად, რომ კომპანია პროდუქტზე ფასის მაქსიმალურად შენარჩუნებას ცდილობს, მაინც უწევს ნაწარმზე ღირებულების მომატება.

„ამ ეტაპზე, ძირითადად ონლაინ  შეკვეთების მიღება ხდება, რადგან პრაქტიკამ მაჩვენა, რომ "ინკას" მომხმარებელს მზა პროდუქცია  არ მოსწონს. „განებივრებულნი“ არიან საკუთარი სურვილისა და დიზაინის მიხედვით შექმნილი ნივთებით, რაც ექსკლუზიურია და მხოლოდ მათთვის მზადდება," - აღნიშნავს კორძახია.

"ინკას"  აქსესუარები ძირითადად  ბუნებრივი და ხელოვნური ბუმბულით მზადდება. პროდუქტის ფასი კი 30 ლარიდან იწყება და 200 ლარამდე მერყეობს.

როგორც გვანცა კორძახია აცხადებს, ბაზარზე რთულია კონკურენციის გაწევა, იქიდან გამომდინარე რომ იმპორტირებული  უფრო იაფია, ვიდრე ხელნაკეთი, ქართული ნაწარმი.

მისი თქმით,კომპანია  გეგმავს აქტიურად ჩაერთოს სხვადასხვა პროექტებში, რომელიც  ბრენდის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ცნობისთვის, კომპანია „ინკა“თითქმის 10 წელია ბაზარზეა და მომხმარებელს ექსკლუზიური დიზაინის სიზმრის მჭერებსა და სხვადასხვა აქსესუარებს სთავაზობს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023