ბიზნესი
17/09/2021

ინდუსტრია ქათმის ხორცსა და კვერცხზე ფასების მატებას ელის

მეფრინველეობის სექტორი ქათმის ხორცისა და კვერცხის ფასების მორიგ მატებას არ გამორიცხავს. როგორც „კუმისის“ დამფუძნებელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ფასების მატების რამდენიმე მიზეზი არსებობს. მათ შორისაა, ფრინველის საკვებად საჭირო მარცვლეულის ღირებულების ზრდა, ასევე საწვავის გაძვირების ფონზე ლოგისტიკური ხარჯების მნიშვნელოვანი მატება.

„70% ჩვენი პროდუქტის თვითღირებულების არის საკვების ფასი, 20 წელია მეფრინველეობაში ვარ და მარცვლეულზე ასეთი მაღალი ფასები არ მახსოვს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფასები ქათმის ხორცსა და კვერცხზე 20%-ით გაიზარდა და სამწუხარო ის არის, რომ ეს ბოლო ფასნამატი არ იქნება. საქართველოში ელექტროენერგიაც გაძვირდა, თითქმის გაგვიორმაგდა ჩვენ. ახლა კი ვსარგებლობთ სუბსიდირებით, მაგრამ წლის ბოლოსკენ ეს სუბსიდირების პროგრამაც მთავრდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპნენტი გვიძვირდება. გვინდა არ გვინდა ისევ მოგვიწევს ფასების გადახედვა,“ - განმარტავს ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

ფასების მატებას ელიან „კოდაშიც.“ როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა განმარტა, „კოდამ" ბოლო პერიოდში ხორცისა და კვერცის ფასი 10-12%-ით გაზარდა, თუმცა იმ პირობებში რომ ფრინველის საკვებად საჭირო მარცვლეულის ფასები მკვეთრად არის გაზრდილი და მოლოდინია, რომ კიდევ უფრო გაიზრდება, კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ოპერირების გაგრძელებისთვის საფასო პოლიტიკის გადახედვა მოუწევთ.

„ხორბლის შეთხვევაში თითქმის დასრულებულია მოსავლის აღება და იმის მაგივრად რომ გაიაფებულიყო პროდუქცია, პირიქით გაძვირდა. ველოდებით სიმინდის მოსავალს, მაგრამ პოზიტიური მოლოდინები არ გვაქვს. უკვე ჩვენც ალბათ, უნდა ვიფიქროთ რომ კიდევ გავაძვიროთ ჩვენი პროდუქცია, სხვა შემთხვევაში ოპერირების გაგრძელებას ვერ შევძლებთ. აქ საუბარი არ არის რაღაც ზემოგებებზე, მთავარია შევძლოთ ოპერირება,“ - განმარტა ზურაბ ჭუჭულაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020