ბიზნესი
20/01/2022

"იმერი" რამდენიმე საერთაშორისო ბრენდთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ქართული სამკერვალო კომპანია „იმერი“ რამდენიმე საერთაშორისო ბრენდთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაზა გვენეტაძემ განუცხადა, "იმერი" ბრიტანულ, ფრანგულ, ბულგარულ და პოლონურ კომპანიებთან თანამშრომლობას განიხილავს.

რაც შეეხება იტალიურ Moncler-ს, ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, ჩატარებულია აუდიტიც, თუმცა პანდემიის გამო პროდუქციის მიწოდება გაჭიანურდა.

ამჟამად კომპანია ქალის სამოსს კერავს Lebek-ისა და Marks&Spencer-ისთვისაც. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია სრულად ექსპორტზე გადის.

„პანდემიის გამო მთელი სეზონის განმავლობაში ცოტა გაგვიჭრდა მუშაობა, თუმცა, ახლა რეალობა შეიცვალა და პროდუქციის გაყიდვები გაიზარდა,“ - აცხადებს გვენეტაძე.

სამკერვალო ფაბრიკა „იმერს“ 90 წლის ისტორია აქვს, ბოლო 25 წლის განმავლობაში საწარმო უცხოელი შემკვეთებისათვის მუშაობს. პროდუქციის ძალიან მცირე ნაწილი ადგილობრივ ბაზარზეც (ქუთაისში) იყიდება.

 

Businesspartner